საქმიანობის სახე: კირის წარმოება
იურიდიული მისამართი: თბილისი, სოფ. დიღომი, როსტევანის ქუჩა N50
ფაქტიური მისამართი: ქ. რუსთავი, გაგარინის N12
საიდენტიფიკაციო კოდი: 405247834
საკადასტრო კოდი: 02.07.04.764
საკონტაქტო პირი: ნინო კაციტაძე; 579 33 33 36
მანძილი უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე: დაახ. 850 მ
მანძილი სასაჯელაღსრულების მე-16 დაწესებულებამდე: დაახ. 530 მ
მანძილი უახლოეს ზედაპირულ წყლის ობიექტამდე (მდ. მტკვარი) – 2 300 მ
ადგილმდებარეობა რუკაზე – https://maps.app.goo.gl/aG46NTE9FuHbvkAK9
შპს „რუსთავის ფოლადი“-ს ტერიტორიის გარეთ არსებული საწარმოებიდან უახლოესია, შპს „ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია“-ს ცემენტის საწარმო, საიდანაც დაცილების მანძილი შეადგენს ≈850 მ-ს.
საწარმო ფუნქციონირებს „შპს „რუსთავის ფოლადი“-ს კირის წარმოებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრის 2019 წლის 16 სექტემბრის N2-896 ბრძანების საფუძველზე. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, „შპს „რუსთავის ფოლადზე“ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შპს „ელბა ექსპორტზე“ გადაცემის შესახებ“, მინიტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N2-1043 ბრძანებით გადაეცა შპს „ელბა ექსპორტს“. აღნიშნული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაცემულია 2009 წლის N90 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.
სამუშო გრაფიკი: საწარმოში დღეისათვის დასაქმებული პერსონალის რაოდენობა შეადგენს 60 კაცს. საწარმო მუშაობს უწყვეტ, 24 საათიან რეჟიმში, წელიწადში 320 დღის განმავლობაში. სამუშაო რეჟიმი ორცვლიანია, 12 საათიანი სამუშაო რეჟიმით;
მიმდინარე საქმიანობა: საწარმოში დღეისათვის კირის წარმოება ხდება 2 ერთეული შახტური ღუმელის საშუალებით, რომელთა წარმადობა 2009 წლის N90 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ერთი ღუმელისათვის შეადგენს 40 ტონას დღე-ღამეში. შახტური ღუმელები მუშაობს ერთდროულად უწყვეტ რეჟიმში.
კირის წარმოებისათვის გამოყენებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კარიერიდან შემოტანილი კირქვა, რომლის მსხვრევა დახარისხება ხდება ადგილზე და კირის საწარმოში შემოდის 20-80 მმ ფრაქციების სახით. კირის გამოწვა ხდება ბუნებრივი აირის გამოყენებით.
კირის გამოსაწვავი ღუმელებიდან მიღებული აირმტვერნარევის გაწმენდის მიზნით, ორივე ღუმელი აღჭურვილია მტვერდამჭერი ციკლონებით. ციკლონების ეფექტურობა შეადგენს 90%-ს.
აირმტვერდამჭერი სისტემის დახასიათება: კირის გამოსაწვავი ღუმელები და წისქვილი აღჭურვილია მტვერდამჭერი სიტემებით, კერძოდ: თითოეული ღუმელის აირგამწოვ სისტემაზე დამონტაჟებულია ციკლონები, რომელთა ეფექტურობა ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, შეადგენს 90%-ს. ციკლონებიდან გაწმენდილი აირის გაფრქვევა ხდება ორი დამოუკიდებელი მილით, რომელთა სიმაღლე შეადგენს 49 მ-ს, ხოლო დიამეტრი 0.8 მ-ს.
კირის წისქვილის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი აირმტვერნარევის გაწმენდა ხდება ორ საფეხურიანი სისტემით. პირველ ეტაპზე აირმტვერნარევი გაივლის ციკლონში, ხოლო შემდეგ საბოლოო გაწმენდა ხდება სახელოებიანი ფილტრის საშუალებით. ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, ციკლონის ეფექტურობა შეადგენს 90%-ს, ხოლო ფილტრი ეფექტურობა 99%-ს. გაფრქვევა ხდება 25 მ სიმაღლის და 0.5 მ დიამეტრის გამფრქვევი მილით. ფილტრის სახელოების გაწმედა ხდება ავტომატურ რეჟიმში.
დაგეგმილი საქმიანობა ითვალისწინებს ექსპლუატაციის პირობების გაზრდას.
საწარმოში ჩატარებული წარმოების ოპტიმიზაციის ღონისძიებების გატარების შედეგად, შესაძლებელი გახდა შახტური ღუმელების წარმადობის გაზრდა და დღეისათვის თითოეული ღუმელის მიერ წარმოებული პროდუქციის რაოდენობა შეადგენს 70 ტონას. გარდა აღნიშნულისა რეაბილიტაცია ჩაუტარდა ექსპლუატაციაში გაეშვა ქვაკირის საფქვავი წისქვილი, დაფქვილი კირის წარმოების მიზნით.
ამ ეტაპზე საწარმოში ფუნქციონირებს ორი შახტური ღუმელი, რომლების ფუნქციონირებს პარალელურ რეჟიმში უწყვეტი ციკლით. თითოეული ღუმელების წარმადობა შეადგენს 70 ტონას დღე-ღამეში, ხოლო მაქსიმალური დატვირთვის პირობებში წარმადობა შეიძლება გაიზარდოს 80 ტ-მდე დღე-ღამეში (გაანგარიშებებისათვის გამოყენებული იქნება მაქსიმალური წარმადობა 80 ტ/დღე-ღამეში). ერთი ღუმელის საათური წარმადობა შეადგენს 3,333 ტ/სთ-ს და შესაბამისად 2 ღუმელის შემთხვევაში შეადგენს 6.666 ტ/სთ-ს. საწარმოს დღიური წარმადობაა 160 ტ, ხოლო თვის განმავლობაში წარმოებული პროდუქციის რაოდენობა შეადენს ≈4800 ტ-ს. წლიური წარმადობა შეადგენს 58 400 ტ-ს ნაცვლად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული 26 800 ტ/წელისა.
დაფქვილი კირის წარმოების მიზნით, საწარმოში ამოქმედდა არსებული ბურთულებიანი წისქვილი, რომლის წარმადობა შეადგენს 15 ტ/სთ-ს. წისქვილი განთავსებულია ცალკე მდგომ საწარმოო შენობაში. წისქვილის ბუნკერში ქვაკირის მიწოდება ხდება ლენტური კონვეიერის საშუალებით.
წისქვილის მუშაობის დროს წარმოქმნილი აირმტვერნარევის გაწმენდის მიზნით დამონტაჟებულია ორი ციკლონი და ციკლონებში გაწმენდილი აირის საბოლოო გაწმენდა ხდება ერთსექციიანი სახელოებიანი ფილტრის საშუალებით. ფილტრი შედგება 48 სახელოსაგან. ფილტრის ეფექტურობა შეადგენს 95%-ს.
საწარმოს განთავსების სიტუაციური სქემა:
უახლოესი საცხოვრებელი ზონა სამშენებლო მოედნიდან დაშორებულია 1,7 კმ-ით
მანძილი ზედაპირული წყლის ობიექტამდე (მდ. მტკვარი): 3.5 კმ
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კირის და კომბინირებული სასუქის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ორი ერთეული შენობის მშენებლობა დამხმარე ინფრასტრუქტურით.
დაგეგმილი შენობები წარმოადგენს მარტივი ტიპის ნაგებობეს, რომელიც იწყობა სენდვიჩ პანელების გამოყენებით. ასევე საპროექტო ტერიტორიაზე დაგეგმილია მცირე ზომის ოფისის მშენებლობა და ავტოსადგომის მოწყობა.
საწარმოო პროცესი დაგეგმილია წელიწადში 300 დღე 24 სთ სამუშაო გრაფიკით, სადაც დასაქმებული იქნება 150 მუშა მოსამსახურე.
წელიწადში დაგეგმილია 86400 ტ კომბინირებული სასუქის და 45000 ტ კირის წარმოება.
ქარხანაში მოხდება სხვადასხვა სახის კომბინირებული სასუქის წარმოება და ეს იქნება დამოკიდებული წლის კონკრეტულ პერიოდში, რომელი სასუქი არის მოთხოვნადი.
კომბინირებული სასუქუს წარმოებისას -წარმადობა – 12 ტ/სთ.
კომბინირებული სასუქის ძირითად ინგრედიენტებს წარმოადგენს ფოსფორი და კალიუმი რომელიც ინპორტირებული იქნება თურქეთის და ირანის რესპუბლიკებიდან, ხოლო აზოტი და ფილერი შეძენილ იქნება ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია გეგმავს რამდენიმე სახეობის კომბინირებული სასუქის წარმოებას.
კირის წარმოება – პროექტით გაანგარიშებულია დღე-ღამეში 150 ტონა კირის წარმოებაზე.
კირის დამზადების ძირითად ტექნოლოგიურ პროცესს წარმოადგენს კირქვის გამოწვა.
*საწარმოს შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენ მიერ მომზადებულ მასალებს საწარმოს დაგეგმილ საქმიანობაზე ჩატარებული საჯარო განხილვების შესახებ – გზშ ანგარიშის განხილვა, სკოპინგის ანგარიშის განხილვა, გზშ ანგარიშის განხილვა.