ორგანიზაციის შესახებ

ორგანიზაციის შესახებ

„გავიგუდეთ“ არის სამოქალაქო მოძრაობა, რომლიც 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო.

ჩვენი მიზანია რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება.

კერძოდ, კი:

  • გარემოსდაცვითი და ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება;
  • ქალაქ რუსთავში და საქართველოს მასშტაბით საწარმოების მიერ გამოწვეული გარემოს დაბინძურების და მისი შედეგების შემცირება;
  • ქალაქ რუსთავში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
  • გარემოს დაცვის მნიშვნელობისა და ამ სფეროში არსებული პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
  • ქალაქ რუსთავში სამოქალაქო აქტივიზმის და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა;
  • სხვა.

ჩვენი საქმიანობა თითქმის 3 წლის განმავლობაში მოხალისეობრივი იყო.

რატომ არის ქ.რუსთავში ჰაერი დაბინძურებული?

ქ. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით (PM) დაბინძურების მთავარ წყაროს მრეწველობის სექტორი წარმოადგენს. ქალაქში არსებული გაფრქვევების 97% უმსხვილეს საწარმოებზე/დამბინძურებლებზე მოდის.

აღნიშნული საწარმოები არ ასრულებენ ჰაერდაცვით მოთხოვნილებებს, მათ დიდ უმრავლესობას არ აქვს ფილტრები/აერტვერდამჭერი მოწყობილობები, სტანდარტების დაცვით გამართული საწარმოო პროცესი, ნარჩენების მართვის გეგმა, სახელმწიფო ზედამხედველობის, კონტროლისა და აღსრულების სისტემა არის გაუმართავი, სანქციები დარღვევებისთვის არის ძალიან დაბალი და ზიანის არაპროპორციული, ქალაქში არსებულლი მწვანე სივრცეები არის არასაკმარისი, მოსახლეობის ცნობიერების დონე კი – დაბალი.

რას მივაღწიეთ?

მთავარი მიღწევა არის ის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიგო ქალაქში არსებული უდიდესი პრობლემის – ჰაერის დაბინძურების შესახებ და აღნიშნული საკითხი დადგა ხელისუფლების დღის წესრიგში;

  • ხმა მივაწვდინეთ შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს;
  • მოქალაქეები ჩაერთნენ ამ პრობლემის მოგვარებაში;
  • „გავიგუდეთ“ ჩაერთო „ქ.რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020-2022″-ის შემუშავებაში, რომელიც დაამტკიცა მთავრობამ;
  • „გავიგუდეთ“ ჩაერთო ჰაერთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში და ეს კანონპროექტები 2021 წლის 2 მარტს დამტკიცდება პარლამენტის მიერ.

რას ვთხოვთ საზოგადოებას?

მეტ ჩართულობას და მხარდაჭერას, რადგან იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სისტემატიურად არიან ჩართული „გავიგუდეთ“-ის საქმიანობაში და იბრძვიან სუფთა ჰაერისთვის, ძალიან მცირეა.

ჩართულობაა თუნდაც ის, რომ დეტალურად გაეცნოთ პრობლემის არსს, ადამიანებს მიაწვდინოთ ხმა და აუხსნათ, რამდენად მძიმე მდგომარეობაა რუსთავში. საკითხის სათანადოდ გააზრების შემდეგ, გვჯერა, მოქალაქეებიც სათანადოდ გააქტიურდებიან, რაც დააჩქარებს ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებას.