როგორც უკვე ვიცით, საქართველოს ცენტრალური ზონისათვის შექმნილი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა სრულდება 2025 წლის ბოლოს. ამ დროისთვის, საქართველოს მთავრობას, გეგმაში შეყვანილი ყველა აქტივობა ბოლომდე უნდა ჰქონდეს შესრულებული.
წინა მასალაში გაგაცანით 2024 წლის ივნისამდე შესასრულებელი აქტივობები. სამოქმედო გეგმის მიხედვით, კიდევ 22 აქტივობა დარჩა შესასრულებელი, რომელიც 2025 წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს. სრულად გთავაზობთ ამ აქტივობების ჩამონათვალს:
II კვარტლის ბოლომდე შესასრულებელი აქტივობა:
– აქტივობა 1.2.6: ცენტრალურ ზონაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის დანერგვა.
– აქტივობის მიხედვით, უნდა გაიხსნას სულ მცირე ერთი შემოწმების პუნქტი.
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო.
IV კვარტლის ბოლომდე შესასრულებელი აქტივობები:
– აქტივობა 1.1.2: მშენებლობისა და ამტვერებადი სამშენებლო მასალების შენახვა-დისტრიბუციის პროცესში მყარი ნაწილაკების გაფრქვევების შემცირების მიზნით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობის გააქტიურება.
– რუსთავთან მიმართებაში ეს აქტივობა შესრულებულად ჩაითვლება 90 ინსპექტირების ჩატარების შემთხვევაში.
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია.
– აქტივობა 1.1.3: ცენტრალურ ზონაში არსებული საწარმოების ინსპექტირების, მათ შორის შემოწმებების რაოდენობის გაზრდა.
– რუსთავთან დაკავშირებით, ამ აქტივობის ფარგლებში სულ მცირე, 80 ინსპექტირება უნდა ჩატარდეს.
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – სსდ გარემოსდაცვითი ზედამხდეველობის დეპარტამენტი.
– აქტივობა 1.1.4: ცენტრალურ ზონაში გზის საფარის გაუმჯობესება.
– რუსთავის ნაწილში ამ აქტივობის ფარგლებში უნდა დაიგოს ან აღდგეს 134, 000 მ2 ფართობის გზები.
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია.
– აქტივობა 1.1.5: ქ. რუსთავში სველი წესით დასუფთავებული ქუჩების სიგრძის გაზრდა.
– აქტივობის ფარგლებში რუსთავში ყოველწლიურად სველი წესით უნდა დასუფთავდეს ქუჩები სულ მცირე 5 000 კმ სიგრძეზე.
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია.
– აქტივობა 1.1.7: ქ. რუსთავის მომიჯნავე იაღლუჯის მთის ფერდობის ნაწილობრივი გატყიანებისთვის ნერგების დარგვა.
– გეგმის მიხედვით, აქტივობის ფარგლებში უნდა დაირგოს 1000 ძირი ხე-მცენარე.
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია.
– აქტივობა 1.1.8: მარნეულის მუნიციპალიტეტში რებილიტირებულ/აშენებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში (საბავშვო ბაგა ბაღებს) შეშის მოხმარებიდან ამოღება უფრო სუთა ენერგიის გამოყენების გზით.
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
– აქტივობა 1.2.1: ფეხით გადაადგილების დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა ცენტრალურ ზონაში.
– აქტივობის ფარგლებში რუსთავში უნდა განახლდეს ტროტუარი 60, 000 მ2 ფართობზე
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია.
– აქტივობა 1.2.2: ველოსიპედით გადაადგილების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ქ. რუსთავში.
– აქტივობის ფარგლებში უნდა მოეწყოს ახალი ველობილიკები 6,500 მ2 ფართობზე და, ასევე, უნდა მოეწყოს ველოსიპედის პარკირების სულ მცირე 45 ახალი პუნქტი.
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია.
– აქტივობა 1.2.3: ცენტრალურ ზონაში მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებების რეაბილიტაცია/კეთილმოწყობა.
– რუსთავის ნაწილში, აქტივობის მიხედვით, დამატებით უნდა რეაბილიტირდეს/კეთილმოეწყოს სულ მცირე 58 გაჩერება.
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია.
– აქტივობა 1.2.4: ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის მოწყობა ქ. რუსთავში.
– აქტივობის მიხედვით, დამატებით უნდა განთავსდეს 8 დამტენი მოწყობილობა.
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია.
– აქტივობა 1.2.7: საავტომობილო საწვავის ხარისხის კონტროლის განხორციელება ცენტრალურ ზონაში.
– აქტივობის მიხედვით, ცენტრალურ ზონაში ყოველწლიურად აღებული უნდა იქნას საწვავის (ბენზინი, დიზელი) სულ მცირე 20 სინჯი და ჩატარდეს ლაბორატორიული ანალიზი.
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – სსდ გარემოსდაცვითი ზედამხდეველობის დეპარტამენტი.
– აქტივობა 1.2.8: ცენტრალურ ზონაში ახალი მწვანე ნარგავების განთავსება.
– რუსთავთან დაკავშირებით, აქტივობის მიხედვით, უნდა დაირგოს 3, 350 ძირი ხე-მცენარე.
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია.
– აქტივობა 1.2.9: ცენტრალურ ზონაში ახალი რეკრეაციული ზონების შექმნა და არსებული რეკრეაციული ზონების რეაბილიტაცია.
– რუსთავთან დაკავშირებით, აქტივობის ფარგლებში, უნდა მოეწყოს სულ მცირე 3 ახალი რეკრეაციული ზონა და რეაბილიტირდეს სულ მცირე 4 რეკრეაციული ზონა.
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია.
– აქტივობა 1.3.1: ცენტრალურ ზონაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ავტომატური მონიტორინგის ქსელის გაფართოება.
– აქტივობა ითვალისიწნებს სულ მცირე 4 ახალი სადგურის განთავსებას რუსთავში, ბოლნისში, გორში და სოფ. თაზაქენდში).
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო.
– აქტივობა 1.3.2: ცენტრალურ ზონაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორნგის გრავიმეტრული ხელსაწყოების რაოდენობის გაზრდა.
– აქტივობა ითვალისწინებს სულ მცირე 4 ახალი გრავიმეტრული ხელსაწყოს განთავსებას რუსთავში, ბოლნისში, გორში და სოფ. თაზაქენდში.
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო.
– აქტივობა 1.3.3: ცენტრალური ზონის ჰაერის ხარისხის მოდელის შემუშავება.
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო.
– აქტივობა 1.3.4: ქ. რუსთავში მყარი ნაწილაკებით დაბინძურების წილის დადგენის შესახებ კვლევის ჩატარება.
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო.
– აქტივობა 1.3.7: ჰაერის დაბინძურების მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების ინდიკატორების კომპენდიუმის შემუშავება.
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – სსიპ-ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
– აქტივობა 1.4.1: გარემოსდაცვითი, მათ შორის ჰაერის დაცვის საკითხებზე საინფორმაციო და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების განხორციელება.
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – სსიპ -გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
– აქტივობა 1.4.2: ჰაერის დაცვის თემატიკასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება.
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – სსიპ -გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
– აქტივობა 1.4.3: გარემოსდაცვით საკითხებზე, მათ შორის ჰაერის დაბინძურების თემაზე ტრენინგების ჩატარება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის.
– აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა – სსიპ -გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
„გავიგუდეთ“ ეტაპობრივად გაგაცნობთ გეგმის შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებულ სიახლეებს.
მასალა მომზადებულია USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით