ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (სკოპინგის ანგარიში)
საქმიანობის სახე: ცემენტის წარმოება
იურიდიული მოსამართი: ქ. რუსთავი, წერეთლის ქუჩა №41ა
ფაქტიური მისამართი: ქ. რუსთავი, წერეთლის ქუჩა №41ა
საიდენტიფიკაციო კოდი: 416306045
საკადასტრო კოდები: 02.05.07.737 და 02.05.07.716
საკონტაქტო პირი: გოგა ვარამაშვილი
საკონტაქტო ტელეფონი: 598 78-00-77
ადგილმდებარეობა რუკაზე: https://maps.app.goo.gl/paY3WEBZs9MF5KDu9
მანძილი საწარმოს ნაკვეთის საზღვრიდან იმ ნაკვეთის საზღვრამდე, სადაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი: 12 მეტრი
მანძილი ზედაპირული წყლის ობიექტამდე: 85 მეტრში გაედინება შპს „მტკვარი ენერჯის“ მიწისზედა მაგისტრალური არხი.
სამუშაო რეჟიმი: საწარმო მუშაობს დღეში 8 საათიანი გრაფიკით, წელიწადში 300 დღე.
საწარმოს მაქსიმალური წარმადობა ძველი (2010 წლის) გზშ-ს მიხედვით: 7200 ტ/წელ.
შპს „vivacement“-ის საწარმო განთავსებულია ქ. რუსთავში, წერეთლის ქუჩა №41ა-ში. საწარმოს მიმდინარე საქმიანობაზე, 2010 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ შპს „რუსთავი V.G.“-ს ცემენტის წარმოებაზე გაიცა №38 (18.06.2010) ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. 2014 წელს კომპანიების ერთობლივი მიმართვის საფუძველზე შპს „რუსთავი V. G”-ზე გაცემული ნებართვა გადაეცა შპს „vivacement“-ს. ხოლო 2020 წლის 31 დეკემბერს, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლისა და აღნიშნული დოკუმენტების გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის №2-1268 ბრძანებით გაცემული იქნა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საწარმოში განთავსდა დამატებითი 7 სილოსი, წისქვილზე განახლდა ფილტრები და დამონტაჟდა თვითმონიტორინგის სისტემა, განთავსდა სარეზერვო წისქვილი.
ამ ცვლილებების საფუძველზე მომზადდა სკოპინგის ანგარიში.
სარეზევრო ქანხნის მოწყობა განაპირობა, არსებული ქარხნის პერიოდულმა სარემონტო სამუშოებმა, რაც აფერხებს პროდუქციის წარმოებას, ვინაიდან ქვეყანაში გაზრდილია სამშენებლო მასალებზე მოთხოვნა, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის უწყვეტი მიწოდებისთვის, არსებული საწარმოს ტერიტორიაზე მოაწყოს დამატებით სარეზერვო ქარხნა,
შპს „vivacement“-ის საწარმოს ტექნოლოგიური სქემა ითვალისწინებს კლინკერისა და დანამატების დაფქვით სხვადასხვა მარკის ცემენტის წარმოებას (ძირითადად M300 და M400). საწარმოს გააჩნია რუსული წარმოების ორკამერიანი ბურთულებიანი წისქვილი (1456AY3), რომლის მაქსიმალური წარმადობაა 3.0 ტ/სთ-ში.
ცემენტის მაქსიმალური წლიური წარმოება 8 საათიანი სამუშაო რეჟიმით, წელიწადში 300 სამუშაო დღით და 3 ტ/სთ წარმადობის გათვალისწინებით, შეადგენს 7200 ტონა ცემენტს წელიწადში. საწარმო, 7200 ტონა ცემენტის წარმოებისათვის გამოიყენებს 5760 ტონა კლინკერს, 360 ტონა თაბაშირს და 1100 ტონა დანამატებს.
საწარმოში განთავსებულია 3 ტ/სთ წარმადობის ბურთულებიანი წისქვილი, რომელიც აღჭურვილია სახელოებიანი ფილტრებით. აღნიშნულ წისქვილში წარმოებს კლინკერის და შესაბამისი დანამატების დაფქვა და ცემენტის წარმოება.
ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცებისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ:
– საწარმოში წარმოებული ცემენტის შენახვის მიზნით განთავსდა დამატებითი სილოსები;
– საწარმოში განთავსებულ წისქვილზე განახლდა აირმტვერდამჭერი ფილტრები და კანონის მოთხოვნის შესაბამისად მოეწყო უწყვეტი მონიტორინგის სისტემა;
– საწარმოში ასევე განთავსდა სარეზერვო წისქვილი, რომელიც საწარმოში არსებული წისქვილის ანალოგიურია. სარეზერვო წისქვილი იმუშავებს ძირითადი წისქვილის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში.
2010 წლის გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, პროდუქციის (ცემენტი) შენახვის მიზნით, საწარმოში გათვალისწინებული იყო სამი ერთეული სილოსის განთავსება, რომელიც მოეწყო ბურთულებიანი წისქვილის მიმდებარედ. დღეის მდგომარეობით, საწარმოში დამატებით განთავსდა კიდევ 7 სილოსი, კერძოდ, ძირითად ბურთულებიან წისქვილთან განთავსებულია 7 ერთეული სილოსი, აქედან 3 არსებული და 4 ახალი, ხოლო საწარმოს შესასვლელში განთავსდა კიდევ 3 ერთეული სილოსი, კომპანიას სამომავლოდ ადგილზე რეზერვის შექმნის მიზნით დაგეგმილი აქვს დამატებით 3 სილოსის მოწყობა. თითოეულის მოცულობა იქნება 60 მ3, აღნიშნული სილოსები განთავსდება სარეზერვო წისქვილის მიმდებარედ.
დღეისათვის საწარმოში განთავსებული სილოსების მოცულობები შემდეგნაირად არის განაწილებული:
1. 3 ერთეული 65 ტ მოცულობის სილოსი, რომელიც გათვალისწინებული იყო 2010 წლის გზშ-ის ანგარიშით და რომელიც განთავსებულია ბურთულებიანი წისქვილის მიმდებარედ;
2. 2 ერთეული 30 ტ მოცულობის სილოსი, რომელიც განთავსდა ექსპლუატაციის პირობების ცვლილების ფარგლებში და მდებარეობს არსებული სილოსების გვერდით;
3. 2 ერთეული 120 ტ მოცულობის სილოსი, რომელიც განთავსდა ექსპლუატაციის პირობების ცვლილების ფარგლებში და მდებარეობს არსებული სილოსების მიმდებარედ;
4. 3 ერთეული 62 ტ მოცულობის სილოსი, რომელიც განთავსდა ექსპლუატაციის პირობების ცვლილების ფარგლებში და მდებარეობს საწარმოს შესასველთან.
5. ასევე იგეგმება დამატებით 3 ერთეული 60 ტონიანი მოცულობის სილოსების დამატება.
საწარმოში განთავსებული სილოსების (პროდუქციის საცავი) ჯამური მოცულობა შეადგენს 690 ტონას. საწარმოში სილოსების განთავსების შემდეგ, საწარმოს აქვს შესაძლებლობა დააგროვოს და შეინახოს 2-3 თვის განმავლობაში წარმოებული პროდუქცია.
საწარმოში განთავსებული ყველა სილოსი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის, MCFILTER-ის ფირმის მტვერდამჭერი ფილტრებით.
საწარმოში განთავსებული სარეზერვო წისქვილის წარმადობაა 3 ტ/სთ. როგორც სკოპინგის ანგარიშში ვკითხულობთ, სარეზერვო წისქვილი იმუშავებს არსებული წისქვილის მწყობრიდან გამოსვლის ან გეგმიური რემონტის შემთხვევაში, ორივე წიქვილის ერთდროულად მუშაობა არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად, ახალი წისქვილის გათვასება არ გამოიწვევს საწარმოს წარმადობის გაზრდას. ახალი წისქვილი დღემდე არ ყოფილა ექსპლუატაციაში.
მტვერდამჭერი სისტემა თვითმონიტორინგის ხელსაწყო:
სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, საწარმოში მოხდა აირმტვერდამჭერი მოწყობილობის განახლება-გაუმჯობესება, კერძოდ, 2010 წლის გზშ-ის ანგარიშით გათვალისწინებული აირმტვერდამწერი სისტემა აღჭურვილი იყო 24 ცალი სახელოებიანი ფილტრით, გაუმჯობესების პირობებში, ფილტრს დაემატა კიდევ 24 ფილტრი და დღეის მდგომარეობით, წიქვილი აღწირვილია 48 ერთეული სახელობიანი ფილტრით, გარდა ამისა, საწარმოში განთავსებული წიქვილი აღჭურვილია უწყვეტი მონიტორინგის სისტემით.
საწარმოდან გაფრქვეული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებებია: არაორგანული მტვერი და ცემენტის მტვერი.
2010 წელის გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, საწარმოში აღირიცხა 9 გაფრქვევის წყარო. საწარმოში სილოსების და სარეზერვო წისქვილის განთავსების შემდეგ, საწარმოში გაფრქვევის წყაროების რაოდენობა გაიზარდა 8 ერთეულით, თუმცა, ემისიების რაოდენობა არ შეცვლილა.
**საწარმოს შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, გაეცნოთ სკოპინგის ანგარიშს, რომელსაც იხილავთ ამ ბმულზე. ასევე, გაეცანით, ჩვენი მიერ მომზადებულ მასალას საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ.
*კატალოგში ინფორმაცია მოცემულია 13.12.2023-ის მონაცემებით.