იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქუჩა N6ა
ფაქტიური მისამართი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქუჩა N6ა
საქმიანობის სახე: ცემენტის წარმოება
საკონტაქტო პირი: კახა მეხრიშვილი, 599 55 59 43
კომპანიის დირექტორი: კონსტანტინე რევია, 592 80 21 11
საიდენტიფიკაციო კოდი: 416339607
საკადასტრო კოდი: 02.05.03.646
ნაკვეთის საერთო ფართი: 14 105 მ2
ადგილმდებარეობა რუკაზე – https://maps.app.goo.gl/SN2XdR2VGTNcAxvF9
500 მეტრიან რადიუსში მოსაზღვრე საწარმოები: შპს „ვესტა“, შპს „ჩიორა“, შპს „კანო“, სს „ყაზბეგი“ (ამჟამად არ ფუნქციონირებს), შპს „მშენმექანიზაცია“, შპს „მშენმექანიზაცია“ (ამჟამად არ ფუნქციონირებს), შპს „სანდო“, შპს „ქართული პროდუქცია“, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენი“, შპს „ანტონი“, შპს „გილდია“, შპს „პროგრესი“, შპს „გრანდი“.
– ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება – ცემენტის ახალი წისქვილის მოწყობა, ნედლეულის საწყობის გაფართოება და დამატებით 4 ერთეული 120 მ3 ტევადობის ცემენტის სილოსების დამონტაჟება
მანძილი უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე: 380 მეტრი
მანძილი ზედაპირული წყლის ობიექტამდე (მდ. მტკვარი) – 1300 მ
სამუშო გრაფიკი: წელიწადში 286 დღე, დასაქმდება 35 ადამიანი.
საქმიანობის აღწერა: შპს „სტანდარტ ცემენტი“ ოპერირებს შპს „დიდოსტატის“ კუთვნილ ტერიტორიაზე და მიმდინარე საქმიანობას ახორციელებს „შპს „დიდოსტატზე“ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შპს „სტანდარტ ცემენტზე“ გადაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 2 აგვისტოს N2- 726 ბრძანების საფუძველზე. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიხედვით კომპანიის საქმიანობის სფეროა ცემენტისა და სამშენებლო მასალების წარმოება.
კომპანია აწარმოებს, როგორც წვრილ საკედლე ბლოკს, ასევე ცემენტს. ცემენტს აწარმოებს თაბაშირის და დანამატის დაფქვის საშუალებით, რისთვისაც კომპანია იყენებს ორი ერთეულ ჩინური (Liming Heavy Industry Science & co., Ltd) წარმოების წისქვილს.
საწარმო აწარმოებს სამი მარკის ევროპული სტანდარტების შესაბამის ცემენტს : MC 22.5 (მარკა-300); EN 197-1 I CEM II 32.5 ევროპული სტანდარტი (მარკა-400); EN 197 –1 I CEM II 42.5 R (მარკა-500).
პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ნედლეულია: კლინკერი – 80 000-100 000 ტ/წელ; ინერტული მასალა – 50 000-80 000 ტ/წელ და თაბაშირი – 5000 -10 000 ტ/წელ.
პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ორი წისქვილის, რომელთა საერთო წარმადობაა 84 000 ტ/წელ, ექსპლუატაციის შეწყვეტა და მათ ნაცვლად ერთი ახალი 28 ტ/სთ (160 000 ტ/წელ) წარმადობის წისქვილის დამონტაჟება. საწარმო აღჭურვილი იქნება მაღალეფეტური მტვერდამჭერი – 99,9 % ეფექტურობის სახელოებიანი ფილტრებით და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
ახალი ცემენტის ქარხნის მოწყობა ექსპლუატაციას პროექტის მიხედვით, ახალი წისქვილის წარმადობა იქნება 28 ტონა/სთ, ხოლო წლიურად დაახლოებით 160 000 ტ. (ამჟამად არსებული ორი ქარხნის წარმადობა ჯამურად არის 84 000 ტ/წელი).
ახალი წისქვილის განთავსებისთვის საჭიროა, სენდვიჩის ტიპის შენობა-ნაგებობის მოწყობა, რომლისთვისაც ამ ეტაპზე ამოღებულია საძირკველი. შენობის პარამეტრები იქნება, (12X32X8), პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება არსებული ნედლეულის საწყობის გაფართოვებაც (15X30X8) საწარმოს ტერიტორიაზე აგრეთვე იგეგმება დამატებით 4 სილოსის დამონტაჟება, (თითოეულის ტევადობა იქნება 120 მ3) და 4 სილოსის სარეზერვო მდგომარეობაში დატოვება.
დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში იგეგმება:
– 4 სილოსში (120 მ3 მოცულობის) განხორციელდეს ცემენტის ჩატვირთვა ნაყარის სახით შემდგომში ავტომობილებით რეალიზაციისათვის;
– 4 სილოსში (60 მ3 მოცულობის) განხორციელდეს ცემენტის ჩატვირთვა ნაყარის სახით შემდგომში ავტომობილებით რეალიზაციისათვის;
– 4 სილოსში (60 მ3 მოცულობის) განხორციელდეს ცემენტის ჩატვირთვა მისი შემდგომი დაფასოების მიზნით;
– 4 სილოსს (60 მ3 მოცულობის) ექნება სარეზერვო ფუნქცია;
– 1 სილოსში (15 მ3 მოცულობის) მდებარეობს ბლოკის საამქროს მიმდებარედ ბლოკის წარმოებაში საჭირო ცემენტის ჩასაყრელად;
როგორც ზემოთაა აღნიშნული, ახალი წისქვილის წარმადობა იქნება 28 ტონა/სთ, ხოლო წლიურად დაახლოებით 160 000 ტ. მიღებული პროდუქციის განაწილება კი იგეგმება შემდეგნაირად:
– 112 000 ტ/წ ცემენტის რეალიზაცია ნაყარის სახით;
– 48 000 ტ/წ ცემენტის რეალიზაცია დაფასოებული სახით (25, 40 და 50 კგ-იანი ტომრებში);
საწარმოს ტერიტორიაზე ამჟამად არსებობს 2 ცემენტის წისქვილი, ახალი წისქვილის ამოქმედების შემდეგ არსებული წისქვილების ექსპლუატაცია შეწყდება, რომელთაგან ერთი დაექვემდებარება დემონტაჟს, ხოლო მეორე წისქვილი გამოყენებული იქნება სარეზერვოდ და იმუშავებს მხოლოდ 28 მ3/სთ წარმადობის წისქვილის ტექნიკური გაუმართაობის შემთხევაში. ორივე წისქვილის ერთდროულად მუშაობას ადგილი არ ექნება.
აღსანიშნავია, რომ ექსპლუატაციაში დარჩება, როგორც საკედლე ბლოკების საამქრო, ასევე სამსხვრევ-დამხარისხებლები, ცვლილება შეეხება მხოლოდ არსებულ წისქვილებს, არ იცვლება არც საკედლე ბლოკების და არც სამსხვრევ-დამხარისხებელი საამქროს ექსპლუატაციის არც პირობები და არც ტექნოლოგია.
ახალი 28 ტ/სთ წარმადობის წისქვილის აღწერა: საწარმოში დაგეგმილი ახალი წისქვილის წარმოადგენს ე.წ. ბურთულებიანი ტიპის წისქვილს. ბურთულებიანი წისქვილი ძირითადად გამოიყენება კერამიკის წარმოებაში, ქიმიური მრეწველობასა და ცემენტის წარმოებაში.
შპს „სტანდარტ ცემენტის“ საქმიანობის ფარგლებში სამრეწველო პროცესში წარმოქმნილი მტვრის გასაწმენდად გამოიყენება მაღალ ეფექტური სამ განყოფილებიანი გრიგალური ტიპის სეპარატორი (T-Sepax ) და სახელოიანი ფილტრები (YQM96-6).
გაფრქვევა ცემენტის წისქვილიდან: არაორგანული მტვერი; წლიური ემისია გაფილტვრის შემდეგ 11, 457 ტ/წელ. (გაფილტვრის გარეშე – 297, 889 ტ/წელ).
საკონტროლო წერტილებიდან დამაბინძურებელ ნივთიერებათა მაქსიმალური კონცენტრაციები ზდკ-წილებში:
საწარმოს განთავსების ტერიტორიის სიტუაციური სქემა:
ამ საქმიანობაზე სააგნეტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა 18.04.2023-ში
**საწარმოს შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, გაეცნოთ გზშ ანგარიშს, რომელსაც იხილავთ ამ ბმულზე. ასევე, გაეცანით, ჩვენი მიერ მომზადებულ მასალას საწარმოს დაგეგმილ საქმიანობაზე ჩატერებული საჯარო განხილვის შესახებ.
*კატალოგში ინფორმაცია მოცემულია 26.10.2022-ის გზშ ანგარიშის მდგომარეობით
