ცემენტის წარმოების საამქრო (კლინკერის, თაბაშირისა და დანამატების დაფქვით)
(ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გზშ ანგარიში)
*აღნიშნულ საქმიანობაზე, 2018 წლის 26 ივლისს #2-605 ბრძანებით გაიცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.
საწარმოში გარემოსდაცვითი ნებართვა გაცემული იყო 10 ტ/სთ რაოდენობის ცემენტის წარმოებაზე, რომელიც დღეში 12 საათიანი სამუშაო რეჟიმით 120 ტ. ხოლო წელიწადში 300 სამუშაო დღით 36000 ტონა ცემენტი იწარმოება. საწარმოში დაგეგმილია ძირითადად 300, 400 და 500 მარკის ცემენტის წარმოება.
ქვეყანაში ცემენზე მოთხოვნილებაზე გაზრდის გამო, საწარმოში დაიგეგმა საწარმოს წარმადობის გაზრდა, კერძოდ ახალი 30 ტ/სთ წარმადობის წისქვილის მონტაჟი დღეში 12 საათიანი სამუშაო დღის 16 საათიანი სამუშაო დღით გაზრდა, ანუ 30 ტ/სთ წარმადობის წისქვილის დაგეგმილი წლიურად გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა ტოლი იქნება 30x16x300=144000 ტ/წელ.
30 ტ/სთ წარმადობის წისქვილის მონტაჟისა და შესაბამისი ნებართვის აღების შემდეგ არსებული 10 ტ/სთ წარმადობის წისქვილი გადავა სათადარიგო რეჟიმში, კერძოდ მისი ჩართვა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა 30 ტ/სთ წარმადობის წისქვილი გადავა სარემონტო რეჟიმში, ანუ მისი მუშაობის მაქსიმალური დღეების რაოდენობა მოსალოდნელია 60 დღე და შესაბამისად დღეში 16 საათიანი სამუშაო რეჯიმით ის გამოუშვებს 10x16x60=9600 ტ/წელ.
წლიურად გამოსაშვები პროდუქციის მაქსიმალური რაოდენობა მოსალოდნელია 144000+9600=153600 ტონის ოდენობით.
ასევე ცემენტის სილოსებს დაემატება სამი სილოსი, თითეული 130 ტონა ტევადობით, რომლის შემდეგ სულ იქნება 8 სილოსი.
საქმიანობის სახე: სამშენებლო მასალების წარმოება
ფაქტობრივი მისამართი: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. N174
იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ვაკე საბურთალოს რაიონი, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა N30, ბინა 1.
საკადასდტრო კოდი: 02.07.03.006
საიდენტიფიკაციო კოდი: 405219972
ტერიტორიის ფართობი: 4 800 მ2
ტერიტორიის GPS კოორდინატები: X=500312; Y=4595720
ხელმძღვანელი: შლვა ობოლაშვილი
ტელ: 595 22 55 85
ადგილმდებარეობა რუკაზე: https://maps.app.goo.gl/xvgKrWJ4hpQktfEAA
მანძილი ობიექტიდან უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე: 320 მ
მანძილი ზედაპირული წყლის ობიექტამდე: მარის არხი – 30 მეტრში; მტკვარი – 1 700 მეტრში
მოხმარებული ნედლეულის სახეობები და რაოდენობები – 122880 ტ/წელ კლინკერი; 7680 ტ/წელ თაბაშირი; 23040 ტ/წელ დანამატები.
გამოშვებული პროდუქციის სახეობა – სხვადასხვა მარკის ცემენტი (ძირითადად, 300, 400 და 500 მარკის)
წარმადობა – 30 ტ/სთ (10 ტ/სთ სათადარიგო) – 153 600 ტ/წელ ცემენტი
სამუშო საათების და დღეების რაოდენობა წელიწადში – 5 760 საათი; 300 დღე
სამუშო საათების რაოდენობა დღე-ღამეში – 16 საათი
სულ დასაქმებული – 24 ადამიანი; დღეში 2 ცვლიანი რეჟიმი
მოსაზღვრე საწარმოები: შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ (400 მეტრში); შპს „რუსელოისი“ (აღმოსავლეთიდან 400 მეტრში); ინდ. მეწარმე „კობა პაპავას“ სამშენებლო ბლოკებსი წარმოების ქარხანა (ჩრდილოეთით 200 მეტრში); შპს „სინათლე“ (მეგა ცემენტი); სს „რუსთავის მეტალურგიული კომბინატი“.
საწარმოდან 140 მეტრში მდებარეობს რუსთავის ტყე.
საწარმოდან გაფრქვეული, ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებებია: არაორგანული მტვერი და ცემენტის მტვერი
მტვერდამჭერი სისტემა: ცემენტის დაფქვის თითოეული წისქვილი უზრუნველყოფილია ერთიანი გამომავალი აირმტვერნარევების გამწმენდი სისტემით.
კერძოდ ცემენტის საფქვავი წისქვილი აღჭურვილი იქნება ეფექტური აირგამწმენდი სამსაფეხურიანი სისტემით. I საფეხური – დამლექი კამერა 10 %-იანი ეფექტურობით. II საფეხური – ციკლონი 70 %-იანი ეფექტურობით და III საფეხური, სახელოებიანი ფილტრები 99.9 %-იანი ეფექტურობით. გამონაბოლქვი აირმტვერნარევის გაწმენდის შემდეგ დაჭერილი ცემენტის მტვერი დაუბრუნდება ცემენტის ელევატორს.
10 ტ/სთ წარმადობის პირველ წისქვილი აღჭურვილია ეფექტური აირგამწმენდი ორსაფეხურიანი დანადგარებით. I საფეხური – ციკლონი 70 %-იანი ეფექტურობით და II საფეხური, სახელოებიანი ფილტრები 99.9 %-იანი ეფექტურობით. გამონაბოლქვი აირმტვერნარევის გაწმენდის შემდეგ დაჭერილი ცემენტის მტვერი დაუბრუნდება ცემენტის ელევატორს.
ცემენტის სილოსებზე ასევე დამონტაჟებული იქნება სახელოებიანი ფილტრები, რომელთა ეფექტურობა ტოლი იქნება 99.9 %-ის.
საწარმოს განთავსების სიტუაციური სქემა: