იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქ. №1
ფაქტიური მისამართი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქ. №1
საქმიანობის სახე: ცემენტის წარმოება
საიდენტიფიკაციო კოდი: 216399626
საკადასტრო კოდი: 02.05.02.113
ფართობი: 6873 კვ.მ.
საკონტაქტო პირი: თენგიზ კიკვაძე
საკონტაქტო ტელეფონი: 577 52 49 89
საწარმოს მდებარეობა რუკაზე: https://maps.app.goo.gl/xJ9dowWkvA5AFKYU7
გამოშვებული პროდუქცია: ცემენტი
მანძილი უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე: 172 მ
მანძილი უახლოეს ზედაპირული წყლის ობიექტამდე: 900 მ (მდ. მტკვარი)
შპს “მშენებელი 2004”-ის საწარმოს გენ-გეგმა:
მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა:
2021 წლის 19 მაისს გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით (ბრძანება N2-714), საწარმოში ექსპლუტაციაში იმყოფებოდა ერთი 3 ტონა/საათი წარმადობის ბურთულებიანი წისქვილი სხვა ტექნოლოგიურ დანადგარებთან ერთად.
2022 წელს საწარმოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ახალი ბურთულებიანი წისქვილის და სხვა ტექნოლოგიური დანადგარების ამუშავება, რის გამოც შეძენილი და დამონტაჟებული იქნა 8 ტონა/სთ წარმადობის ბურთულებიანი წისქვილი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებდა არსებული 3 ტ/სთ წარმადობის ბურთულებიანი წისქვილის პერიოდულად მწყობრიდან გამოსვლა, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია მისი ექსპლუატაციის ვადის ამოწურვასთან.
როგორც გზშ-ში ვკითხულობთ, ამჟამად 8 ტონა/საათი წარმადობის ბურთულებიანი წისქვილი იმყოფება ექსპლუატაციაში, ხოლო 3 ტონა/საათი წარმადობის ბურთულებიანი წისქვილი არის ავარიულ მდგომარეობაში. კომპანიას დაგეგმილი აქვს აღნიშნული წისქვილის სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რის შემდგომ მოხდება ორივე წისქვილის ერთდროული ექსპლუატაცია, რა დროსაც უკვე არსებული ტექნოლოგიური დანადგარები, როგორებიცაა ნედლეულის საწყობი, ცემენტის სილოსები, ცემენტის გაცემის ტექნოლოგიური დანადგარები და სხვა გამოყენებული იქნება საერთო სარგებლობაში როგორც ერთი, ასევე მეორე წისქვილისათვის. საწარმოში ადგილი ჰქონდა ბეტონის წარმოებას, რაც გაუქმებულია.
ამასთან, არსებულ ცემენტის ხუთ სილოსს დაემატა ორი სილოსი, რის შემდგომ მათი რაოდენობა გახდა 7. ტევადობებით 3 ცალი – 80 ტონა თითოეული, 4 ცალი – 50 ტონა თითოეული.
საწარმოს ფუნქციონირებისას გაიფრქვევა ისეთი მავნე ნივთიერებები, როგორიცაა არაორგანული და ცემენტის მტვერი, ხოლო გაფრქვევის წყაროები შემდეგია: ბურთულებიანი წისქვილები, სილოსები, ცემენტის ტომრებში დაფასოების დანადგარები და ცემენტმზიდებში ჩატვირთვის ადგილები, ლენტური ტრანსპორტიორები, ნედლეულის საწყობი, წისქვილების მკვებავი ბუნკერები.
*ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა სახეობები და მათი ძირითადი მახასიათებელი სიდიდეები:

მტვერდამჭერი სისტემა/ფილტრები: დაფქული ცემენტი, თავდაპირველად, იყრება დახურულ მტვერდამლექ კამერებში, სადაც გამოყოფილი მტვერი გაივლის ციკლონებში და შემდგომ – ორ, ერთმანეთის მიმდებარედ განლაგებულ სახელოიან ფილტრებში. სილოსებში ცემენტის ჩატვირთვისას წარმოქმნილი მტვერი გადაადგილდება სილოსების კედლებზე დატანილ მილებში, რომლებიც დაშვებულია დაახლოებით 0,8 მეტრი სიმაღლის ბეტონის ზედაპირის მქონე მოედანზე და ჩაშვებულია მილებზე ჰერმეტულად დამაგრებულ ტომრებში. როგორც გზშ-შია აღნიშნული, სამუშაო დღის განმავლობაში ტომრების მიმდებარედ დაგროვებული მტვერუ გროვდება და რეგულარულად იყრება სპეციალურ ბუნკერში, რომელიც შემდგომში ჩაიყრება წისქვილების მტვერდამლექ კამერაში, ხოლო სამუშაო დღის ბოლოს ტომრები იხსნება მილებიდან და მათში დაგროვებული ცემენტის მტვერი იყრებაიმავე ბუნკერში, რომელიც შემდგომში ასევე ჩაიყრება მტვერდამლექ კამერაში.
ბურთულებიანი წისქვილებიდან წარმოქმნილი მტვრის გაფრქვევა ატმოსფეროში ხდება 3ტონა/საათი ბურთულებიანი წისქვილის შემთხვევაში 12 მეტრი სიმაღლის და 0,3 მეტრი დიამეტრის მილით, ხოლო 8 ტონა/საათი ბურთულებიანი წისქვილის შემთხვევაში – 9 მეტრი სიმაღლის და 0,4 მეტრი დიამეტრის მილით, რომელზეც, გზშ-ის მიხედვით, მტვრის კონცენტრაციის უწყვეტი მონიტორინგის რეგისტრაციის მიზნით მოწყობილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული უწყვეტი მონიტორინგის დანადგარი. ასეთივე დანადგარის მოწყობა დაგეგმილია 3 ტონა/საათი ბურთულებიანი წისქვილის მტვრის გაფრქვევის მილზე მისი სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდგომ ექსპლუატაციაში მიღების წინ. მტვერდამჭერებში წარმოქმნილი მტვერი ბრუნდება ბუნკერებში, საიდანაც გადაიტვირთება სილოსებში.
საწარმოს სიმძლავრე:
8 ტონა/საათი წისქვილისათვის წლიური რაოდენობა – 17600 ტონა;
– გამოყენებული ნედლეული: კლინკერი-14100ტ, თაბაშირი-900ტ, ღორღი – 2600ტ. სამუშაო საათების რაოდენობა: 110 სამუშაო დღე, 20 საათი სამუშაო დღის განმავლობაში.
3 ტონა/საათი წისქვილისათვის (მონაცემები ამავე დროს ასახავს დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებამდე წარმოებული პროდუქციის რაოდენობას) წლიური რაოდენობა – 18040ტონა;
– გამოყენებული ნედლეული: კლინკერი-14400ტ, თაბაშირი-940ტ, ღორღი – 2700ტ. სამუშაო საათების რაოდენობა: 300 სამუშაო დღე, 20 საათი სამუშაო დღის განმავლობაში.
ცვილებების განხორციელების შემდგომ 3ტონა/საათი წისქვილის ექსპლუატაციაში შესვლის შემთხვევაში საერთო წარმოებული ცემენტის წლიური რაოდენობა ტოლი იქნება 35, 640 ტონა/წელის.
დასაქმებულთა რაოდენობა – მიმდინარე ეტაპზე – 15; ორივე წისქვილის ექსპლუატაციაში შესვლის შემთხვევაში დამატებით დასაქმდება 5 მუშა.
შპს “მშენებელი 2004”-ის მოსაზღვრე ობიექტები:
– სამშენებლო ბლოკის საწარმო – ი.მ. ,,იოსებ წოწოლაშვილი“ (02.05.02.144), რომელიც საწარმოს საკადასტრო საზღვრიდან დაშორებულია 12 მეტრით.
– შპს ,,ხაშმი“ – ავტოგასამართი სადგური – საკადასტრო კოდით 02.05.05.001;
– კავკასიის კოოპერაციის ფონდი მოზარდთა განვითარებისათვის – ს/კ 02.05.10.009; 02.05.10.001;
– ი.მ. თეიმურაზ ძნელაშვილი – საბითუმო ვაჭრობა ახალი და მეორადი ავტომობილებით – ს/კ 02.05.08.038;
– შპს ,,ლიმბურგი“ – ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი; ს/კ 02.05.02.120;
– სასაწყობე მეურნეობა – ს/კ 02.05.02.092;
– კარებებისა და ფანჯრების წარმოება – ს/კ 02.05.02.279;
– ტერიტორიის საკადასტრო საზღვრიდან 22 მეტრის დაშორებით მდებარეობს თბილისი-გაჩიანი-რუსთავის გზატკეცილი.
საწარმოს განთავსების სიტუაციური სქემა:

*** საწარმოს შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, გაეცნოთ შპს “მშენებელი 2004”-ის გზშ დოკუმენტს, როემლსაც თანდართული ფაილის სახით იპოვით – ამ ბმულზე;
ასევე, გაეცანით ჩვენ მიერ მომზადებულ მასალას, მოცემული საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ; ასევე მასალას და ჩვენს კომენტარებს მოცემული საქმიანობის გზშ ანგარიშის შესახებ.
