დღეს, 31 ოქტომბერს რუსთავის მერიაში შპს “ვივაცემენტის” გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრას, ტრადიციულად, ესწრებოდნენ, საწარმოს, საკონსულტაციო კომპანიის, გარემოს ეროვნული სააგენტოს (გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და რუსთავის მერიის წარმომადგენლები.
შეხვედრას შემოუერთდნენ საწარმოს სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობაც და აღნიშნეს, რომ ღამით ხშირად შეუმჩნევიათ ამ საწარმოს გამონაბოლქვი (ამის ამსახველი კადრებიც წარმოადგინეს), აწუხებთ ხმაურიც და დახმარებას ითხოვენ.
საჯარო განხილვამდე ჩვენმა გუნდა აკადემიის წევრებთან ერთად განიხილა გზშ სამუშაო შეხვედრაზე და კომენტარები მოვამზადეთ.
შპს “ვივაცემენტი” აწარმოებს 2 მარკის ცემენტს და მათი განთავსება ხდება ცალ-ცალკე სილოსებში.
2010 წლის გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, პროდუქციის (ცემენტი) შენახვის მიზნით, საწარმოში გათვალისწინებული იყო სამი ერთეული სილოსის განთავსება, რომელიც მოეწყო ბურთულებიანი წისქვილის მიმდებარედ. დღეის მდგომარეობით, საწარმოში დამატებით განთავსდა კიდევ 7 სილოსი.
კომპანიას სამომავლოდ, ადგილზე რეზერვის შექმნის მიქნით დაგეგმილი აქვს დამატებით 3 სილოსის მოწყობა. თითოეულის მოცულობა იქნება 60 მ3, აღნიშნული სილოსები განთავსდება სარეზერვო წისქვილის მიმდებარედ.
2010 წლის გზშ-ის ანგარიშით გათვალისწინებული თითოეული სილოსის მოცულობა შეადგენს 65 ტონას, ხოლო ჯამურად 195 ტონას. აღნიშნულ სილოსებში შესაძლებელი იყო 8 დღის განმავლობაში წარმოებული პროდუქციის შენახვა.
საბაზრო კონკურენციის შენარჩუნების მიზნით, კომპანიამ დაგეგმა ცვლილებები.
როგორც გზშ-ის ანგარიშშია მოცემული, საწარმოში გათვალისწინებული ცვლილებები მოიცავს: დამატებითი სილოსების განთავსებას; აირმტვერდამჭერი ფილტრების გაუმჯობესებას; ემისიების უწყვეტი მონიტორინგის სიტემის მოწყობას; სარეზერვო წისქვილის განთავსებას.
რაც შეეხება აირ-მტვერდამჭერ ფილტრებს, როგორც გზშ-ში ვკითხულობთ, საწარმოში მოხდა აირმტვერდამჭერი მოწყობილობის განახლება-გაუმჯობესება, კერძოდ, 2010 წლის გზშ-ის ანგარიშით გათვალისწინებული აირმტვერდამწერი სისტემა აღჭურვილი იყო 24 ცალი სახელოებიანი ფილტრით, გაუმჯობესების პირობებში, ფილტრს დაემატა კიდევ 24 ფილტრი და დღეის მდგომარეობით, წიქვილი აღჭურვილია 48 ერთეული სახელობიანი ფილტრით, გარდა ამისა, საწარმოში განთავსებული წიქვილი აღჭურვილია უწვეტი მონიტორინგის სისტემით.
საწარმოს საქმიანობის შედეგად გამოიყოფა და ატმოსფერულ ჰაერში გაიფრქვევა შედუღების აეროზოლი (რკინის ოქსიდი), მანგანუმი და მისი ნაერთები, აზოტის დიოქსიდი, ჭვარტლი, გოგირდწყალბადი, ნახშირბადის ოქსიდი, ნაჯერი ნახშირწყალბადები C12-C19, არაორგანული მტვერი 70-20% SiO2, ცემენტის მტვერი (არაორგანული მტვერი SiO2<20%).
დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით მომზადებული კომენტარები საჯარო განხილვაზე გავაჟღერეთ და სემდეგ სამინსიტროში გავაგზავნეთ.
გთავაზობთ ჩვენს კომენტარებს:
– როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, თვითმონიტორინგის ხელსაწყო დამონტაჟებულია საწარმოში. ბოლო მონაცემებით, რომელიც ჩვენ აპრილში გამოვითხოვთ, სამინისტროს არ მიეწოდებოდა ინფორმაცია ხელსაწყოდან, ასევე, რამდენიმე კვირის წინ საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით ამ საწარმოდან ისევ არ მიეწოდება თვითმონიოტირნგის ინფორმაცია სამინისტროს. რა არის ამის მიზეზი?
საწარმოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ თვითმონიოტრინგის ხელსაწყო დამონტაჟებულია და ჩართულია სსტემაში, მაგრამ ამ ეტაპზე წარმოება გაჩერებულია და ამიტომ, არც მონაცემი აისახება ბაზაში.
– შესავალ ნაწილში ნახსენებია, რომ „როგორც საწარმოს სკრინინგის და სკოპინგის ანგარიშებშია აღნიშნული, საწარმოში წარმოებული ცემენტის შენახვის მიზნით, განთავსდა დამატებითი სილოსები, გარდა ამისა, საწარმოში განთავსებულ წისქვილზე განახლდა აირმტვერდამჭერი ფილტრები და კანონის მოთხოვნის შესაბამისად მოეწყო უწყვეტი მონიტორინგის სისტემა, საწარმოში ასევე განთავსდა სარეზერვო წისქვილი, რომელიც საწარმოში არსებული წისქვილის ანალოგიურია. სარეზერვო წისქვილი იმუშავებს ძირითადი წისქვილის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში.“
ხოლო შემდეგ ალტერნატივების თავში ნახსენებია, რომ გზშ ანგარიშით განსახლიველი ცვლილებები მოიცავს: დამატებითი სილოსების განთავსებას; აირმტვერდამჭერი ფილტრების გაუმჯობესებას; ემისიების უწყვეტი მონიტორინგის სიტემის მოწყობას; სარეზერვო წისქვილის განთავსებას.
ანუ ანგარიშში ნათლად არ ირკვევა ეს ცვლილებები უკვე განხორციელდა თუ ჯერ მხოლოდ იგეგმება. უკვე განხორციელებულ ცვლილებბეზე გზშ პროცედურას აზრი ეკარგება.
– ალტერნატივების თავში აირმტვერდამჭერების განთავსება განხილულია ტერიტორიულ ჭრილში, რაც სცდება ლოგიკურ შინაარსს. როგორც თავად ამ ქვეთავის სათაური მიგვანიშნებს – „აირმტვერდამჭერი ფილტრების გაუმჯობესება“ – აქ განხილული უნდა იყოს ტექნოლოგიური თვალსაზრისით რა ალტერნატივები იყო და როგორ გაუმჯობესდა ფილტრაციის სისტემა, რა პარამეტრებით შეირჩა არსებული ფილტრი და რამდენი პროცენტით უზრუნველყოფს მტვრის შეკავებას სხვა ალტერნატივებთან შედარებით.
(იგივე კომენტარი ეხება უწყვეტი მონიტორინგის სისტემის მოწყობასაც).
– ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ (კონკრეტული ჩამონათავლი გაკეთებულია უმოქმედობის ალტერნატივის თავის დასაწყისში) უკვე მოწყობილია დამატებითი სილოსები, რასთან დაკავშირებითაც ახლა გადის გზშ პროცედურას საწარმო და ასევე, კიდევ იგეგმება დამატებით 3 სილოსის მოწყობა. როგორც ირკვევა, უკვე მოწყობილ და სამომავლოდ დაგეგმილ 3 სილოსზე ერთიანად მიდის სანებართვო პროცედურა და რეალურად ეს ათივე სილოსი სამომავლო რეზერვის შექმნის მიზნით განიხილება, მაშინ როდესაც სამომავლო რეზერვის მიზნისთვის მხოლოდ დაგეგმილი 3 სილოსია მოხსენიებული. სასრუველია, ანგარიშში ინფორმაცია უფრო ნათლად და გარკვევით იყოს გადმოცემული.
– არატექნიკურ რეზიუმეში ალტერნატივების თავი და შესაბამისად, ერთი და იგივე ინფორმაცია 2-ჯერ მეორდება, რაც მხოლოდ არასაჭიროდ ბერავს ანგარიშის მოცულობას და ლოგიკურ აღქმადობას უკარგავს მკითხველს.
– საქმიანობის აღწერის თავში ვხვდებით ჩანაწერს: „საწარმო იმუშავებს მხოლოდ დღის საათებში და ყველა საწარმოო ოპერაცია შესრულდება მხოლოდ დღის საათებში“; თუმცა არაერთხელ დადასტურდა, რომ ეს ჩანაწერი რეალობას არ შეესაბამება, მოსახლეობას რამდენჯერმე აქვს გამოგზავნილი საწარმოს მუშაობის ამსახველი ფოტო/ვიდეო (ბმული 1; ბმული 2) მასალა, რომლებიც გადაღებულია ღამის საათებში.
– სასურველია დეტალურად იყოს აღწერილი საწარმოს სახიფათო ნარჩენების დროებითი განთავსების უბანი.
