2021 წლის 2 მარტს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. თანმდევი კანონებიდან რუსთავისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი კანონები:
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც, მოკლედ, რომ ვთქვათ, გულისხმობს მილში თვითმზომების ჩამონტაჟებას და გაფრქვევების ავტომატურ რეჟიმში გაზომვას (ინსტრუმენტული მეთოდის გამოყენება). სახელმწიფო უწყებებთან სამუშაო შეხვედრებზე არაერთხელ იყო ნათქვამი, რომ ეს ინფორმაცია ავტომატურად უნდა მიეწოდებოდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რათა უზრუნველყოფილი იყოს დარღვევების დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, რომლის მიხედვითაც, იზრდება ჯარიმები სხვადასხვა დარღვევისთვის. მაგალითად, გაფრქვევების ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტი განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10,000 ლარიდან 40,000 ლარამდე.
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი¸ რომლის მიხედვითაც, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღიჭურვება ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციით – იგი უფლებამოსილი იქნება, რომ მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლოვ, საქმიანობის განხორციელების ადგილზე მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი ქმედების მთლიანი ან ნაწილობრივი შეზღუდვის თაობაზე (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა, ნივთი).
უფრო ვრცლად საკანონმდებლო ცვლილებებს შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე.
აღნიშნული ცვლილებები საქართველოში 85-მდე საწარმოს შეეხება, რომელთაგან 24 რუსთავში მდებარეობს.
მოძრაობამ „გავიგუდეთ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გამოითხოვა აღნიშნული 24 საწარმოს სია. ეს საწარმოებია:
| ორგანიზაციის დასახელება | ობიექტის დასახელება | საქმიანობის სახე | |
| 1 | შპს სინათლე | რუსთავის ობიექტი | სამშენებლო მასალების წარმოება,ცემენტის წარმოება; |
| 2 | შპს მაქს იმპორტი | რუსთავის ობიექტი | სამშენებლო მასალების წარმოება,ცემენტის წარმოება; |
| 3 | შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია | რუსთავის ცემენტის ქარხანა | სამშენებლო მასალების წარმოება,ცემენტის წარმოება; სამშენებლო მასალების წარმოება,კლინკერის წარმოება; |
| 4 | შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია | რუსთავის მშრალი მეთოდის ცემენტის ქარხანა (ყოფილი ქართული ცემენტი) | სამშენებლო მასალების წარმოება,კლინკერის წარმოება; |
| 5 | შპს კომპოზიტი | სამშენებლო მასალების წარმოება,ბეტონის ან/და ბეტონის ნაკეთობების წარმოება; სამშენებლო მასალების წარმოება,ცემენტის წარმოება; | |
| 6 | შპს რუსთავი UNIVERSY | ცემენტის წარმოების საამქრო (კლინკერის, თაბაშირისა და დანამატების დაფქვით) | სამშენებლო მასალების წარმოება,ბეტონის ან/და ბეტონის ნაკეთობების წარმოება; სამშენებლო მასალების წარმოება,ცემენტის წარმოება; |
| 7 | შპს მშენებელი 2004 | სამშენებლო მასალების წარმოება,ცემენტის წარმოება; | |
| 8 | შპს vivacement | ცემენტის ქარხანა | სამშენებლო მასალების წარმოება,ცემენტის წარმოება; |
| 9 | შპს სტანდარტ ცემენტი | სტანდარტ ცემენტი | სამშენებლო მასალების წარმოება,ცემენტის წარმოება; |
| 10 | შპს ვ.დ.ლ | შპს “ვდლ” | სამშენებლო მასალების წარმოება,ცემენტის წარმოება; |
| 11 | შპს ელბა ექსპორტი | სამშენებლო მასალების წარმოება,კირის წარმოება; | |
| 12 | შპს ინდუსტრია კირი | კირის ქარხანა | სამშენებლო მასალების წარმოება,კირის წარმოება; |
| 13 | შპს გრაალი 2008 | რუსთავის ობიექტი | სამშენებლო მასალების წარმოება,გაჯის წარმოება; |
| 14 | შპს რვალი-2000 |
მეტალურგიული წარმოება,შავი მეტალურგია,შავ ლითონთა წარმოება; ლითონის ან/და მეტალო-პლასტმასის დამუშავება,ლითონების შედუღება ან/და აირული ჭრა; ხის დამუშავება და ქაღალდის წარმოება,ხის დამუშავება,ხის მეორადი გადამუშავება; |
|
| 15 | შპს რუსთავის ფოლადი | შპს რუსთავის ფოლადი | მეტალურგიული წარმოება,შავი მეტალურგია,ლითონთა გლინვა; მეტალურგიული წარმოება,შავი მეტალურგია,შავ ლითონთა წარმოება; |
| 16 | შპს ჯეოსთილი | მეტალურგიული წარმოება,შავი მეტალურგია,შავ ლითონთა წარმოება; მეტალურგიული წარმოება,შავი მეტალურგია,ლითონთა გლინვა; | |
| 17 | შპს ფერონეტი | რუსთავის ობიექტი | მეტალურგიული წარმოება,შავი მეტალურგია,ფეროშენადნობთა წარმოება; |
| 18 | სს რუსთავის აზოტი | სს ,,რუსთავის აზოტი” | ქიმიური მრეწველობა,მინერალური სასუქების წარმოება,აზოტოვანი სასუქების წარმოება; |
| 19 | შპს რუსელოის | ფეროშენადნობთა ქარხანა | მეტალურგიული წარმოება,შავი მეტალურგია,ფეროშენადნობთა წარმოება; |
| 20 | შპს ნიკა-2004 | ფეროშენადნობთა ქარხანა | მეტალურგიული წარმოება,შავი მეტალურგია,ფეროშენადნობთა წარმოება; სამშენებლო მასალების წარმოება,მინერალური ნედლეულის გადამუშავება/დაფქვა/შრობა; |
| 21 | სს რუსთავის მეტალურგიული კომბინატი | ყოფ. შპს „გორგასალი“ | მეტალურგიული წარმოება,შავი მეტალურგია,შავ ლითონთა წარმოება; |
| 22 | შპს ჯორჯიან ელოის გრუპი | ფეროშენადნობთა ქარხანა | მეტალურგიული წარმოება,შავი მეტალურგია,ფეროშენადნობთა წარმოება; |
| 23 | შპს ემენ ქემიკალ ჯორჯია | მანგანუმის ოქსიდის წარმოება | ქიმიური მრეწველობა,არაორგანული ნაერთებისა და პიგმენტების წარმოება,არალითონების, ოქსიდების, პეროქსიდების ან სხვა არაორგანული ნივთიერებების წარმოება; |
| 24 | შპს ჯეოფერომეტალი | მეტალურგიული წარმოება,შავი მეტალურგია,ფეროშენადნობთა წარმოება; |
გვახსოვდეს, რომ მოქალაქეების ჩართულობას ძალიან დიდი ძალა აქვს და რაც უფრო მეტი ადამიანი დააფიქსირებს უკმაყოფილებას, მით უფრო სწრაფი და ეფექტური რეაგირება ექნებათ შესაბამის უწყებებს.დღესაც და განსაკუთრებით კი, 2021 წლის 1 ივნისიდან, მოსახლეობა ასმაგი ყურადღებით უნდა ვიყოთ და აღნიშნული საწარმოებიდან საეჭვო გაფრქვევის დაფიქსირების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა დავრეკოთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფასო ცხელ ხაზზე: 153
ნუ დაველოდებით სხვას. ჩვენ ვიმოქმედოთ.
საინფორმაციო მასალა მოამზადა სამოქალაქო მოძრაობამ “გავიგუდეთ” აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია “გავიგუდეთ”. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
