„გავიგუდეთ“ არის სამოქალაქო მოძრაობა,
რომლიც 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო.

ვითხოვთ სუფთა ჰაერს რუსთავში.

რას ვაკეთებთ?

რატომ არის ქ.რუსთავში ჰაერის დაბინძურებული?

რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით (PM) დაბინძურების მთავარ წყაროს მრეწველობის სექტორი წარმოადგენს. ქალაქში არსებული გაფრქვევების 97% უმსხვილეს საწარმოებზე/დამბინძურებლებზე მოდის.

რას მივაღწიეთ?

მთავარი მიღწევა არის ის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიგო ქალაქში არსებული უდიდესი პრობლემის – ჰაერის დაბინძურების შესახებ და აღნიშნული საკითხი დადგა ხელისუფლების დღის წესრიგში. შეიცვალა ჰაერდაცვითი კანონმდებლობა და გამკაცრდა ჯარიმები. დამტკიცდა ჰაერის მართვის გეგმები. ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა დაახლოებით 30%-ით. ჩვენი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასამართლომ.

რას ვთხოვთ საზოგადოებას?

მეტ ჩართულობას და მხარდაჭერას, რადგან იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სისტემატიურად არიან ჩართული „გავიგუდეთ“-ის საქმიანობაში და იბრძვიან სუფთა ჰაერისთვის, ძალიან მცირეა.