5
განახლება: 17 აგვისტოსოს მონაცემებით, ამჟამად ვალდებულებას სრულად ისევ მხოლოდ შპს „ემ ენ ქემიკალ ჯორჯია“ ასრულებს, თუმცა ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებული არიან და მიმდინარეობს ვებსერვისისდაკავშირების სამუშაოები შემდეგ კომპანიებთან: შპს „ჰაიდელბრგცემენტ ჯორჯია“, სს„რუსთავის აზოტი“, შპს „ჯეოსთილი“.
1 აგვისტოსთვის თვითმონიტორინგის სისტემა ადგილზე უნდა ჰქონოდათ შემდეგ კომპანიებს: შპს „რუსელოისი“, შპს „მაქს იმპორტი“,შპს „viva cement”, თუმცა სამინისტროს პასუხიდანირკვევა, რომ აღნიშნულ კომპანიებს ერთიან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებისმიზნით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის არ მიუმართავთ. იგივე მდგომარეობაა შპს „ელბა ექსპორტშიც“ – გეგმა–გრაფიკის მიხედვით, დანადგარისმონტაჟი ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა რეგისტრაციის მოთხოვნითდეპარტამენტისთვის არც ამ საწარმოს მიუმართავს.
ივნისს გამართული დემონსტრაციის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა გეგმა-გრაფიკი, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი რომელ საწარმოში როდის იგეგმებოდა აირმტვერდამჭერი და თვითმონიტორინგის სისტემების დაყენება.
ჩვენი მოძრაობა სამინისტროსგან აღნიშნულ ინფორმაციას ეტაპობრივად იღებს და საზოგადოებას უზიარებს. 20 ივნისს გამოვაქვეყნეთ სტატია, სადაც მოცემული იყო საწარმოებში არსებული მდგომარეობა და კონკრეტული თარიღები, თუ როდის შეძლებდნენ აღნიშნული კომპანიები წარმოების პროცესის გამართვას. აღნიშნული საწარმოებია: შპს „ემენ ქემიკალ ჯორჯია“, შპს „რუსელოისი“, სს „რუსთავის აზოტი“, შპს „ჯეოსთილი“, შპს „vivacement”, შპს „მაქს იმპორტი“, შპს „სტანდარტ ცემენტი“, შპს „ელბა ექსპორტი“, შპს „ჯეოფერო მეტალი“, შპს „არესემ კორპი“. ამ კომპანიებსა და კონკრეტულ თარიღებზე ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს წინა სტატიას.
რაც შეეხება განახლებულ ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 18 ივლისს მოგვაწოდა ახალი ინფორმაცია 6 საწარმოს შესახებ და დამაზუსტებელი, დამატებითი ინფორმაცია შპს „ჯეოსთილსა“ და სს „რუსთავის აზოტის“ შესახებ, რომელთაც შეგიძლიათ ქვევით გაეცნოთ.
ჩვენი წინა სტატიიდან ალბათ გახსოვთ, რომ შპს „ჯეოსთილს“ დამონტაჟებული ჰქონდა თვთმონიტორინგის სისტემა, თუმცა იგი სამინისტროს ერთიან ბაზაში ჩართული არ იყო. განახლებული ინფორმაციით, საწარმომ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირების მოთხოვნით 15 ივლისს მიმართა დეპარტამენტს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოება. იმედი გვაქვს, საწარმო ერთიან სისტემაში ჩართვას უახლოეს მომავალში შეძლებს. საწარმოში ჩვენი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
წინა წერილში აღნიშნული. იყო, რომ სს „რუსთავის აზოტში“ თვითმონიტორინგის სისტემა უკვედამონტაჟებულია. ამჟამად მოწვეულია ამ ხელსაწყოების დამამზადებელი ფირმისწარმომადგენელი მათი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით და თვითმონიტორინგის საკითხებიგადაწყვეტილი იქნება მიმდინარე წლის ივნისში.
განახლებული პასუხიდან კი ირკვევა, რომ სს „რუსთავის აზოტს“ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირების მოთხოვნით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის არ მიუმართავს.
წერილში არაფერია ნათქვამი შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ფილტრაციის სისტემაზე, თუმცა დასრულებულია უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის მონტაჟი. 20 ივლისიდან კი სამინისტროს კომპანიიდან მონაცემები უწყვეტ რეჟმში უნდა მიეწოდოს.
შპს „ფერო ელოის ფროდაქშენში“ რამდენიმე თვის წინ დასრულდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, კომპანია იყენებს მოდერნიზებულ „მშრალ-სახელოებიან ფილტრებს“. დანერგილ ცვლილებებს დეტალურად გაეცანით ჩვენს სტატიაში. საწარმომ ამა წლის ივნისში წარუდგინა სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. განახლებული „ატმოსფერულ ჰაერშიმავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვებ გაფრქვევის ნორმების პროექტის“ გარეშე კომპანიას გაუჭირდება განესაზღვრა რომელ მავნე ნივთიერებებზე აქვს უწყვეტი თვითმონიტორინგის ვალდებულება, თუმცა საწარმოს წარმომადგენლების თქმით, მათ უკვე შერჩეული ყავთ უცხოელი მომწოდებელი, რომელიც ზდკ ნორმების პროექტის შეთანხმებიდან 4-6 თვეში თვითმონიტორინგის სისტემის დამზადებასა და მონტაჟს უზრუნველყოფს.
შპს „სოლომ“ მიმდინარე წლის ივნისში შეიძინა თვითმონიტორინგის სისტემა, რომლის ჩამოტანისა და მონტაჟის გონივრულ ვადად დადგენილია სექტემბრის შუა პერიოდი.
შპს „ეი-ემ-ბი ალოისი“ მოლაპარაკებას აწარმოებს მომწოდებელთან, რომლის ინფორმაციითაც სისტემის გამართვა და ქსელში ჩართვა უნდა მოხდეს ამა წლის 25 ოქტომბრამდე.
შპს „მეგა ცემენტზე“ ნათქვამია, რომ იგი „სოლიდურ ინვესტიციას“ ახორციელებს ფილტრაციის სისტემაში. ფილტრებისა და უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის მონტაჟის ვადად საწარმო 15 ოქტომბერს ასახელებს.
წერილში არაფერია ნათქვამი შპს „გია-2019“-ის ფილტრებთან დაკავშირებით. კომპანიას ამ ეტაპზე უწყვეტი მონიტორინგის სისტემა არ გააჩნია, თუმცა, 2022 წლის 2 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება მომწოდებელ კომპანიასთან, რომელსაც 50 დღის ვადაში ევალება მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება. შესაბამისად, სავარაუდოდ აღნიშნულ საწარმოში მონიტორინგის სისტემა დაყენებული უნდა იყოს აგვისტოს ბოლოსთვის.
რაც შეეხება საწარმოს – შპს „ინდუსტრია კირს“, იგი გაჩერებულია და ახლო მომავალში ქარხნის ამუშავება არ იგეგმება.
წარმოება შეჩერებული აქვს შპს „ლიზო 2020“-საც, ვინაიდან არ გააჩნია აირმტვერდამჭერი და თვითმონიტორინგის სისტემები. კომპანია აქტიურად მუშაობს აღნიშნული სისტემების მოსაძიებლად, რათა შეძლოს საწარმოო პროცესის განახლება.
სამინისტროს პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია შემდეგი საწარმოებისგან: შპს „მშენებელი 2004“, შპს „რუსთავის ფოლადი“, სს „რუსთავის მეტალურგიული კომბინატი“, შპს „გრაალი 2008“, შპს „ჯორჯიან ელოის გრუპი“, შპს „კომპოზიტი“.
იმედი გვაქვს დარჩენილი საწარმოები დროულად მიაწვდიან სამინისტროს ინფორმაციას კონკრეტული თარიღების შესახებ. კანონის ამოქმედებიდან 1 წლის გასვლის შემდეგაც კი როცა საწარმოს არათუ არ აქვს დამონტაჟებული, არამედ დაწყებულიც არ აქვს მომწოდებლის შერჩევისა და თვითმონიტორინგის სისტემების შეძენის პროცესი – მიუთითებს მათი მხრიდან გულგრილობაზე და წინასწარ განზრახულ, გააზრებულ საფრთხეზე, რომელსაც ფულის დაზოგვის მოტივით უქმნიან როგორც საკუთარი თანამშრომლების, ისე რუსთავის მაცხოვრებლების ჯანმრთელობას.
მასალა მომზადებულია პროექტის „ვიცავთ უფლებას სუფთა ჰაერზე რუსთავში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მხარდაჭერით