დღეს, 19 დეკემბერს, რუსთავის მერიაში შპს „ვივაცემენტის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტზე სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრას ჩვენი გუნდის გარდა ესწრებოდნენ, საწარმოს, საკონსულტაციო კომპანიის, გარემოს ეროვნული სააგენტოს (გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, რუსთავის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ასევე, საჯარო განხილვას შემოუერთდნენ მოქალაქეები, რომლებიც საწარმოს ირგვლივ ცხოვრობენ, ზოგიერთი 50 მეტრში, ზოგი 200-300 მეტრში. ამ მოქალაქეებმა წუხილი გამოთქვეს ვიბრაციას, ხმაურსა და მტვერთან დაკავშირებით დაკავშირებით.
ამბობენ, რომ საწარმოს ვიბრაციის შედეგად სახლებში კედლები დაიბზარა და გაუსაძლისია ამ ხმაურისა და ვირაციის პირობებში ცხოვრება. ასევე, ამბობენ, რომ საწარმო გამონაკლისი დღეების გარდა 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს და არა იმ 8 საათიანი რეჟიმით, როგორც ეს სკოპინგის ანგარიშშია აღწერილი. მათ წარმოადგინეს ღამის 4:00, 5:00 საათებში გადაღებული ვიდეო/ფოტო მასალა და ითხოვენ, რომ სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სხვა დკუმენტებს თან დაერთოს ეს მასალაც.
მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ დადგენილ ნორმებს არ აჭარბებდეს ის კომპონენტები, რომელიც მათზე ყველაზე დიდ ზეგავლენას ახდენს (მტვერი, ვიბრაცია, ხმაური).
აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობამ რამდენჯერმე მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას წერილით, სადაც 100-მდე ადამიანი აწერს ხელს, პრობლემის მოგვარების მოთხოვნით და ქმედითი რეაგირება ჯერ არ დაუნახავთ. პირველი ასეთი წერილი 2020 წელს გაგზავნეს, თუმცა ჯერ ცვლილებას ვერ ხედავენ. ასევე, აღნიშნეს, რომ ერთ-ერთ წერილზე მაჟორიტარმა დეპუტატმა შუამდგომლობა გაუწია ცენტრალურ უწყებასთან. ამ შემთხვევაში ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმოამდგენლები მივიდნენ ადგილზე, და მიუხედავად იმ ისა, რომ მოშორებულ ლოკაციაზე გაზომეს, ხმაურის დონე მაინც აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. ამ ადამიანების სახლებში კი უარესი მდგომარეობაა.
კიდევ ერთი პრობლემა, რაც გამოიკვეთა და ამ საკითხზე ჩვენგანაც გამახვილდა ყურადღება, არის ის, რომ დაინტერესებულ ადამიანებს, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ასე ახლოსაა საწარმო მოსახლეობასთან, ინფორმაციის მოქალაქეებმადე მიტანის ხარისხი და ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს და შეიცვალოს. გამოითქვა მოსახლეობის ინიციატივა და სურვილი, რომ ტელეფონზე შეტყობინების სახით მიუვიდეთ ინფორმაცია ასეთი მნიშვნელოვანი წარმოებების და ზეგავლენის მქონე საწარმოებისა და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ.
ასევე, ჩვენგან გაჟღერდა ინიციატივა, რომ ინფორმაცია საჯარო განხილვის შესახებ კარდაკარის პრინციპით გავრცელდეს კონკრეტული საწარმოების ირგვლივ მცხოვრებ მოსახლეობაში.
შპს „vivacement“-ის საწარმოს ტექნოლოგიური სქემა ითვალისწინებს კლინკერისა და დანამატების დაფქვით სხვადასხვა მარკის ცემენტის წარმოებას (ძირითადად M300 და M400). საწარმოს გააჩნია რუსული წარმოების ორკამერიანი ბურთულებიანი წისქვილი, რომლის მაქსიმალური წარმადობაა 3 ტ/სთ-ში.
ცემენტის მაქსიმალური წლიური წარმოება 8 საათიანი სამუშაო რეჟიმით, წელიწადში 300 სამუშაო დღით და 3 ტ/სთ წარმადობის გათვალისწინებით, შეადგენს 7200 ტონა ცემენტს წელიწადში.
როგორც სკოპინგის ანგარიშიდან ირკვევა, საწარმოში უკვე განთავსებულია 7 დამატებითი სილოსი და სარეზერვო წისქვილი, რაც წინა გადაწყვეტილებით გათვალსიწინებული არ ყოფილა. თუმცა ახლა გადის სანებართვო პროცედურას და ამ ცვლილებებთან დაკავშირებითაა მომზადებული სკოპინიგის ანგარიშიც.
ეს ნიშნავს იმას, რომ კოპმანიამ გადაწყვეტილების მიღებამდე უკვე განახორციელა ცვლილებები, რითაც აზრი ეკარგება გზშ პროცედურის არსს.
ამ საკითხზე გავამახვილეთ საჯარო განხილვაზე ყურადღება და კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ამაზე საწარმო დაჯარიმდა; თუმცა ესაა სისტემური ხარვეზი და ეს კითხვა სამინისტროსთან არაერთ საწარმოსთან/საქმიანობასთან მიმართებით გვქონია და ვითხოვთ, რომ ამგვარ ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს სამინისტროს, რომ მომავალში ასეთი პრაქტიკა აღარ გაგრძელდეს.
ჩვენი გუნდის მიერ დოკუმენტთან დაკავშირებით მომზადებულ და სამინისტროში გაგზავნილ კომენტარებს გთავაზობთ სრული სახით.
– რა დოკუმენტების საფუძველზე გაიცა 2020 წელს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება? იმ ნებართვის საფუძველზე, რის მიხედვითაც შპს „რუსთავი V.G”-ის წარმოება „ვივაცემენტს“ გადაეცა? რეალურად, შპს „რუსთავი V.G”-ის წარმოებაზე მიიღო ვივაცემენტმა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება?
– სკოპინგის დოკუმენტში სილოსებთან დაკავშირებით მოცემული ინფორმაცია არის დამაბნეველი და რთულია გავარკვიოთ რეალურად უკვე რა ოდენობის სილოსია დამოტაჟებული. ფოტოებზეც ჩანს მხოლოდ 7, თუმცა, შემდგომ ირკვევა, რომ საწარმოს ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია დამატებითი 7 სილოსი, რომელიც ძველი (2010 წლის) გზშ-თი გათვალისწინებული არ იყო. ამ შემთხვევაში, უკვე მოწყობილ სილოსებზე და, ასევე, დამატებით წისქვილზე, გზშ პროცედურას აზრი ეკარგება; რაც წარმოადგენს გარემოსდაცვითი კოდექსის დარღვევას.
– ტექნოლოგიური ალტერნატივები განხილული არ არის.
– ანგარიშში (გვ. 14) ვკითხოლობთ, რომ ახალი წისქვილი დღემდე არ ყოფილა ექსპლუატაციაში. საინტერესოა, გზდ-ს განუხორციელებია თუ არა ინსპექტირება ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად. აგრეთვე, წისქვილის ნებართვის გარეშე მოწყობა წარმოადგენს გარემოსდაცვითი კოდექსის დარღვევას.
– რა ბერკეტი აქვს სამინისტროს იმის გადასამოწმებლად, რომ ორივე საწარმო ერთდროულად არ იმუშავებს? ეს კითხვა განსაკუთრებით რელევანტურია იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, დამონტაჟებული ახალი წისქვილის ადგილას წლების განმავლობაში უნებართვოდ ფუნქციონირებდა სხვა წისქვილი, რომელსაც კომპანია არსებულთან ერთად პარალელურ რეჟიმში ამუშავებდა.
– სკოპინგის ანგარიშში იმავე თავი 5-ში, ვკითხულობთ, რომ საწარმოში განთავსებული წიქვილი აღჭურვილია უწვეტი მონიტორინგის სისტემით“, თუმცა გზდ-ს მიერ 13 ნოემბერს გამოგზავნილი წერილით ირკვევა, რომ ინფორმაცია საწარმოდან მონიტორინგის ინფორმაცია არ მიეწოდება სამინისტროს. შესაბამისად, საწარმო მუშაობს კანონდარღვევით.
– ანგარიშის არქმედების ალტერნატივაში ნახსენებია: „როგორც არსებული, ასევე სარეზერვო ქარხანა იქნება აღჭურვილი მაღალეფეტური მტვერდამჭერი ფილტრით, რაც მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირების თვალსაზრისით. წისქვილის მტვერდამჭერი ფილტრის გამოსავალზე დამონტაჟდება ონლაინ მონიტორინგის სისტემა“
თუმცა, შემდეგ თავი 5-ში (საწარმოში განხორციელებული ცვლილებები) ნახსენებია, რომ „არსებულ 24 ფილტრს ფილტრს დაემატა კიდევ 24 ფილტრი და დღეის მდგომარეობით, წიქვილი აღწირვილია 48 ერთეული სახელობიანი ფილტრით, გარდა ამისა, საწარმოში განთავსებული წიქვილი აღჭურვილია უწვეტი მონიტორინგის სისტემით“.
ასევე თავი 7-ში, ექსპლუატაციის ეტაპზე ჰაერის ხარისხზე ზემოქმედების შემარბილებელ ღონისძიებებშიც ნახსენებია, რომ „მოეწყობა ონლაინ მონიტორინგის სისტემა“.
შესაბამისად, ანგარიშშის სხვადასხვა თავში სხვადასხვანაირადაა მოწოდებული ეს ინფორმაცია და რეალური სურათი არ იკვეთება.
იმ პირობებში, რომ სამინისტროს (13.11.23-ის) ინცფორმაციით საწარმოს მონიტორინგის სისტემა არ მუშაობს, გაურკვეველია, რომელი ინფორმაცია არის სანდო.
– სასურველია, გზშ-ში მიეთითოს საწარმოს მორწყვის ინტენსივობა.
– შემარბილებელი ღონისძიების გეგმაში ვკითხულობთ, რომ სატრასპორტო ოპერაციებისა და ტექნოლოგიური ციკლის ზემოქმედება ხმაურის მიმართულებით იქნება დაბალი უარყოფით, რაც იმის გათვალისწინებით, რომ საწარმო საცხოვრებელ სახლთან/ეზოსთან დაშორებულია მხოლოდ 12 მეტრით, არ შეესაბამება რეალობას. ამასთან, მტვრის შესაკავებლად მცენარეებით ე.წ. ბუფერული ზონის მოწყობაც კი არ წერია შემარბილებელ ღონისძიებად.
– ხმაურთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ უახლოეს საცხოვრებელ სახლთან გაანგარიშებით, ხმაურის დონე შეადგენს 47 დეციბალს, რაც მცირედით აჭარბებს დასაშვებ ნორმას. ვთხოვთ სამინისტოს, ადგილზე სათანადო ხელსაწყოებით გადაამოწმოს შეესაბამება თუ არა ანგარიშში მოცემული გამოთვლები რეალობას. ასევე, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს შემარბილებელი ღონისძიებები, რეალურად რამდენად შეამცირებს ხმაურის დონეს ისე, რომ შესაბამისობაში იყო დადგენილ ზღვართან.
– საცხოვრებელ სახლებთან სიახლოვის გამო, მნიშვნელოვანია, გადამოწმდეს ვიბრაციის დონე.
– სკოპინგის ანგარიშში მითითებულია 2 დანართი, რომელიც არ ახლავს დოკუმენტს. არც თავად ანგარიშშია ინტეგრირებული და არც გამოქვეყნებულ თანდართულ ფაილებში.
– (კითხვა სააგენტოსთან) წყლის არხზე ირიბ ზემოქმედებად შეიძლება თუ არა, რომ ჩაითვალოს საწარმოს მიერ გაფრქვეული მტვერი?
– როგორც ტერიტორიაზე ვიზიტისას აღმოჩნდა, საწარმოს გარე ტერიტორიაზე, რომელიც არის მუნიციპალიტეტის საკუთრება, კომპანიას დასაწყობებული აქვს ნედლეული. სასურველია გადამოწმდეს ამის ლეგალური საფუძველი და სააგენტომ ეს ფაქტი გაითვალისწინოს გადაწყვეტილების მიღებისას.
– სასურველია, საჯარო განხილვებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების პრაქტიკა შეიცვალოს/გაუმჯობესდეს.
საწარმოების ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობას და მათი კომენტარების გაჟღერებას, სამინისტრომდე თუ კომპანიის წარმომადგენლებამდე მიტანას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს; განსაკუთრებით ისეთი საწარმოების შემთხვევაში, რომელთა საქმიანობა / ექსპლუატაციის პირობების ცვლილება პირდაპირ აისახება ამ ადამიანების საცხოვრებელ პირობებზე.
როგორც ამ კონკრეტულ საჯარო განხილვაზე გაირკვა, რომ არა სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ პოსტი, შპს „ვივაცემენტის“ ირგვლივ 50 მეტრში მცხოვრები ადამიანები ვერ შეიტყობდნენ დაგეგმილი საქმიანობისა და საჯარო განხილვის შესახებ, მაშინ, როდესაც მათთვის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს საწარმოდან წამოსული მტვერი, ვიბრაცია და ხმაური და ამასთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა, კომენტარი და ფოტო/ვიდეო მასალაც ჰქონდათ წარმოდგენილი საჯარო განხილვაზე.
ამიტომ, ყველა დაინტერესებული მხარის ინფორმირებისათვის აუცილებელია, ამგვარ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს და ამ ადამიანებმა მიიღონ სატელეფონო შეტყობინება, ან დარიგდეს წერილები კარდაკარის პრნციპით.
– სასურველია, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მიერ გამოგზავნილი წერილები გაეგზავნოს კომპანიასაც, რათა სამომავლო ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტებში არ მოხდეს წინა დოკუმენტში არსებული ხარვეზების დუბლირება.
– გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტიურად ადევნებს თვალს სააგენტოში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებს, რუსთავში არსებული/დაგეგმილი საწარმოების შესახებ, ესწრება საჯარო განხილვებს და აგზავნის მოსაზრებებს, სასურველია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე, კომპანიასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად, გამოგვეგზავნოს ჩვენც მითითებულ მეილზე: gavigudet@gmail.com
იხილეთ საწარმოს ფოტოები:
