ნარჩენების აღდგენის (ნარჩენი ზეთების გადამუშავების) საწარმოო ობიექტისა და სახიფათო ნარჩენების (ნარჩენი ზეთების) დროებითი შესანახი ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი – სკოპინგის ანგარიში (18.12.23)
საქმიანობის სახე: ნარჩენების აღდგენა, გარდა არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა; 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა R9/R13.
იურიდიული მოსამართი: ქ. თბილისი, კრწანისის რაიონი, კრწანისის ქუჩა, II შესახვევი, N15, კორპუსი N3, ბინა N50ა
ფაქტიური მისამართი: ქ. რუსთავი, ჯავახიშვილი ქუჩა N 9
საიდენტიფიკაციო კოდი: 416358266
საკადასტრო კოდი: 02.05.03.698
საკონტაქტო პირი: ჭაბუკა ნოზაძე
საკონტაქტო ტელეფონი: 592 17 77 77
ელექტრონული ფოსტა: Giobuka123@gmail.com
ადგილმდებარეობა რუკაზე: https://maps.app.goo.gl/LjcgMG7TQgR56bEQ6
მანძილი საცხოვრებელ ზონამდე (აღმოსავლეთის მიმართულებით): 210-220 მეტრი
მანძილი ზედაპირული წყლის ობიექტამდე (მდ. მტკვარი): 2 კმ
საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს სს “სარინის” (ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო) საკუთრებას, რომელიც იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,სტანდარტის” სარგებლობაშია.
დაგეგმილი საქმიანობის აღწერა:
დაგეგმილი საქმიანობა ითვალისწინებს ინდუსტრიული ზეთების მეორად გადამუშავებას, რომელიც სახიფათო ნარჩენების კატეგორიას განეკუთვნებიან.
დაგეგმილი საქმიანობა გულისხმობს მეორადი-ნარჩენი ზეთების დროებითი შენახვის ობიექტისა და ნარჩენების (მეორადი-ნარჩენი ზეთების) აღდგენის ტექნოლოგიური ხაზის მოწყობა-ექსპლუატაციას. პროექტი ითვალისწინებს სახიფათო ნარჩენის – ნარჩენი ზეთების საწარმოო ობიექტზე მიღებას, დროებით განთავსებას და მათ აღდგენას.
საპროექტო აგრეგატში შესაძლებელია ნებისმიერი ტექნიკური ზეთის რეგენერაცია, მათ შორის აღდგენილი იქნება: ნარჩენი ჰიდრავლიკური ზეთები; სატრანსფორმატორო ზეთები; ტურბინების ზეთები; საავტომობილო ზეთები და სხვა.
საპროექტო მახასიათებლების გათვალისწინებითა და ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიხედვით, დაგეგმილი საქმიანობა ნარჩენების აღდგენის ნაწილში შესაბამისობაშია R 9 ოპერაციასთან, ხოლო ნარჩენების დროებით განთავსების ნაწილში R 13 ოპერაციასთან.
ნარჩენი ზეთების აღდგენისათვის საპროექტო საწარმოში დაგეგმილია ფიზიკო-ქიმიური მეთოდის გამოყენება, რა დროსაც დაგეგმილი ტექნოლოგიური პროცესი ითვალისწინებს გადასამუშავებელი ზეთის გაცხელებას გარკვეულ ტემპერატურაზე, რომლის დროსაც ემატება ბენტოლიტი.
საწარმოს ტერიტორიაზე ბოლო წლებში წარმოდგენილი იყო სს „სარინის“ ნავთობისა და ნავთობპროდუქტთა შემცველი ნარჩენების წვით გაუვნებელყოფის დანადგარი. აღნიშნულ ობიექტზე გაცემული იყო სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (N2; 28.01.1999), რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 4 ივნისის N 2-823 ბრძანების შესაბამისად ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული.
ტექნოლოგიური ციკლი:
სკოპინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საწარმოო ობიექტის ტექნოლოგიური დანადგარების უმრავლესობა განთავსდება მობეტონებულ ტერიტორიაზე, კაპიტალურად გადახურულ ფართობზე.
სამუშაო გრაფიკი: სახიფათო ნარჩენის/ნარჩენი ზეთების დროებითი შენახვისა და აღდგენის ობიექტი იფუნქციონირებს წელიწადში 260 დღე და 22 დღე თვეში. ნარჩენების აღდგენის ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც ჰერმეტულად დახურულ რეაქტორებში განხორციელდება, წარიმართება დღეში მაქსიმუმ 8-10 საათის განმავლობაში და შესრულდება ერთი ტექნოლოგიური ციკლი.
წარმადობა: საპროგნოზო გათვლებით ნარჩენების აღდგენის ტექნოლოგიური ხაზის დღიური წარმადობა იქნება – 4მ 3 /10სთ ნარჩენების გადამუშავება და 3მ 3 /10სთ პროდუქციის (სუფთა ზეთის) წარმოება.
სამუშაო დღის, მაქსიმუმ 10 საათის განმავლობაში, ტექნოლოგიური ხაზი გადაამუშავებს 4 მ 3 ნარჩენ ზეთს და მიიღებს 3 მ 3 სუფთა ზეთს/პროდუქტს. შესაბამისად თვის განმავლობაში (22 დღ x 3 მ 3 ) მიღებული პროდუქციის რაოდენობა იქნება დაახლოებით 66 მ 3 (66 000 ლ), ხოლო წლის განმავლობაში დაახლოებით 780 – 792 მ 3-ს.
საწარმოს ექსპლუატაციის ეტაპზე დასაქმდება 10 ადამიანი.
მავნე ნივთიერებების გაფრქვევები: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით მოსალოდნელი ზემოქმედება გარემოზე დაკავშირებული იქნება ობიექტის, როგორც ნარჩენი ზეთების დროებითი საცავის, ისე ზეთების აღდგენის ტექნოლოგიური ხაზისა და მზა პროდუქციის შესანახი საცავის ექსპლუატაციის ეტაპთან. ემისიების წარმოქმნას და მათ შემდგომ გაფრქვევას ატმოსფერულ ჰაერში ძირითადად ადგილი ენება ნარჩენი ზეთების აღდგენის ტექნოლოგიური პროცესის დროს. როგორც სკოპინგის ანგარიშშია აღნიშნული, ემისიები გაიფრქვევა 18 მ სიმაღლის მილიდან, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ატმოსფერული ჰაერის შესაძლო დამაბინძურებელი ნივთიერებების გავრცელების მიწისპირა კონცენტრაციების მნიშვნელობებს და შესაძლო ზემოქმედების რიკებს.
გაფრქვევები მოსალოდნელია მეორადი ზეთის მიმღებ ავზებში ნედლეულის ჩასხმის, შენახვის და გადატვირთვისას, მიღებული პროდუქციის ავზები გადატვირთვის, შენახვის და გაცემისას, ტექნოლოგიური გაზების წვის კამერა.
ატმოსფეროში გაიფრქვევა შემდეგი მავნე ნივთიერებები: აზოტის დიოქსიდი, ნახშირჟანგი, ნახშირწყალბადები, ნახშირორჟანგი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტექნოლოგიური ციკლის დროს წარმოქმნილი წვადი აირები ბრუნდება რეაქტორის სანათურებში (,,ფარსუნკებში’’), რომელიც გამოყენებული იქნება, როგორც საწვავი ბუნებრივი გაზის ნაცვლად – რაც ერთმნიშვნელოვნად შეამცირებს მოსალოდნელი ემისიის რაოდენობას და შესაძლო ზემოქმედებას ატმოსფერულ ჰაერზე.
საწარმოს განთავსების სიტუაციური სქემა:
**საწარმოს შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, გაეცნოთ სკოპინგის ანგარიშს, რომელსაც იხილავთ ამ ბმულზე. ასევე, გაეცანით, ჩვენი მიერ მომზადებულ მასალას ნარჩენი ზეთების გადამამუშავებელი (ნარჩენების აღდგენა) საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ.
*კატალოგში ინფორმაცია მოცემულია 10.01.2024-ის მონაცემებით.