*ანგარიშში საქმიანობზე მოცემული ინფორმაცია ეყრდნობა 2022 წლის გზშ ანგარიშს.
პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა 2023 წლის 13 იანვარს – https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1305
ქარხნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ორი იდენტური ფეროშენადნობების ნადნობის ღუმელები, რომელთა ჯამური წარმადობაა 24 ტონა დღე-ღამეში ანუ წლიურად, 7920 ტონა ფეროშენადნობების წარმოება. საწარმოში მიმდინარეობს ერთი 23 ტონა დღე/ღამეში წარმადობის ღუმელის მონტაჟი, რომლის წლიური წარმადობა იქნება 7590 ტონა. ესე იგი, საწარმოს ჯამური წლიური წარმადობა იქნება 15 510 ტონა.
შპს „ფერო ელოის ფროდაქშენ“-ს დაგეგმილი აქვს აგლომერაციის საამქროს მოწყობა. საწარმოს მოწყობა დაგეგმილია ზემოთ აღნიშნულ ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე. საპროექტო ცვლილებების შესაბამისად აგლომერაციის წარმოების მაქსიმალური საპროექტო სიმძლავრე შეადგენს დღეში 135 ტონას, ხოლო წელიწადში 44550 ტონას, რომლის წარმოებისათვი მოწყობილი იქნება 15 შეცხობის 15 თეფში. საწარმოს ტერიტორია მოიცავს აგლომერაციის საწარმოს, ნედლეულის განთავსების საწარმოო მოედანს და მზა პროდუქციის დახურულ სასაწყობე მეურნეობას.
საქმიანობის სახე: ფეროშენადნობთა წარმოება, აგლომერატები
იურიდიული მისამართი: რუსთავი, ფიროსმანის ქუჩა 3-2
ფაქტობრივი მისამართი: ქალაქი რუსთავი, მარის არხის III დასახლება
საიდენტიფიკაციო კოდი: 216302150
საკადასდტრო კოდი: 02.07.02.516
ტერიტორიის ფართობი – 12 206 მ2
ტერიტორიის GPS კოორდინატები: X=504520.00; Y=4595700.00.
ხელმძღვანელი: გიორგი ლეჟავა
საკონტაქტო ტელ: 599 37 34 37
ადგილმდებარეობა რუკაზე: https://maps.app.goo.gl/EtTf4bCPbZk2NcKY6
მანძილი ობიექტიდან უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე: 110 მ (თაზაქენდის დასახლება)
მანძილი ზედაპირული წყლის ობიექტებამდე (მდ. მტკვარი) – 2 740 მ
გამოშვებული პროდუქციის სახეობა – ფეროშენადნობთა წარმოება და აგლომერატების წარმოება.
საპროექტო წარმადობა: ფეროშენადნობები – 15 510 ტ/წელ; აგლომერატი – 44 550 ტ/წელ
მოხმარებული ნედლეულის სახეობები და რაოდენობები: 27683.7 ტ/წელ მანგანუმის კონცენტრატი; 6287.49 ტ/წელ კვარციტი; 7021.08 ტ/წელ კოქსი; 310.2 ტ/წელ კირქვა და დოლომიტი; 155.1 ტ/წელ რკინა და რკინის ხენჯი, 40095 ტ/წელ ფეროშენადნობების ასპირაციული მტვერი, 1340 ტონა კოქსის ანაცერი.
სამუშო საათების რაოდენობა წელიწადში – 8760 საათი
სამუშო საათების რაოდენობა დღე-ღამეში – 24 საათი
მტვერდამჭერი სისტემა – დაიგეგმა სველი მტვერდამჭერი სისტემის (სკრუბერების) შეცვლა სახელოებიანი მტვერდამჭერი სისტემით, რომელიც ორი ღუმელისთვის იქნება ერთი და მესამე ღუმელისთვის ასევე ერთი. არსებული მტვერდამჭერი სისტემა ორ მოქმედ ღუმელზე უკვე შეიცვალა სახელოიანი ფილტრებით.
მოსაზღვრე საწარმოები: ფიზიკური პირი კონსტანტინე ჩახვაძეს (P/N: 35001001878) საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ 02.07.02.528; 100 მეტრში მდებარეობს შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“-ს მიწის ნაკვეთი და მისგან 100 მეტრში ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან შპს „ინდუსტრია კირი“-ს კირის წარმოების ქარხანა; შპს „ბუჩარდა“; შპს „თეიმურაზ ჯანგულაშვილი და კომპანია“. ჩრდილო აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვეწბა ფიზიკური პირი – გიორგი ვარსიმაშვილის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ 02.07.02.024. ასევე ამ მიმართულებით 100 მეტრში მდებარეობს შპს „მაქს იმპორტი“-ს ცემენტის წარმოების ქარხანა.
დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება შპს „ჯეოფერომეტალის“-ს და შპს „ობ გრუპი“-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელშის განთავსებულია მათ საკუთრებაში არსებული ფეროშენადნობების წარმოების ღუმელები. ასევე დასავლეთი მხრიდან ესაზღვრება შპს „თრასთ“ და შპს „ემქეიჯი“-ს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
სამხრეთ-აღმოსავლეთით 100 მეტრში მდებარეობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და აღმოსავლეთის 60 მეტრში გადის მარის არხი.
საწარმოს განთავსების სიტუაციური სქემა:
*ამ საქმიანობაზე მოცემული ინფორმაცია ეყრდნობა 2023 წლის გზშ ანგარიშს.
პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა 2023 წლის ივნისში – https://nea.gov.ge/Ge/GZSH/5918
ფაქტობრივი მისამართი: რუსთავი, მშვიდობის ქუჩა N7
იურიდიული მისამართი: რუსთავი, ფიროსმანის ქუჩა 3-2
საკადასდტრო კოდი: 02.05.03.372
ტერიტორიის ფართობი – 4391.75 მ2
ტერიტორიის GPS კოორდინატები: X=502360.00; Y=4600370.00
მოხმარებული ნედლეულის სახეობები და რაოდენობები – 8700 ტ/წელ რკინის ჯართი. ასკანას თიხა 60 ტ/წელ, ქვიშა 120 მ3/წელ
გამოშვებული პროდუქციის სახეობა – ფოლადის ნადნობი
წარმადობა – 7 200 ტ/წელ ლითონის ნადნობი
სამუშო საათების რაოდენობა წელიწადში – 3600 საათი; 300 სამუშაო დღე
სამუშო საათების რაოდენობა დღე-ღამეში – 12 საათი
მანძილი ობიექტიდან უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე: 300 მ
მანძილი ზედაპირული წყლის ობიექტებამდე (მდ. მტკვარი): 1500 მ
საწარმოში დაიგეგმა ინდუქციური ღუმელების მონტაჟი (ორი ცალი, რომლებიც იმუშავებენ მონაცვლეობით რეჟიმში, როცა ერთი მუშაობს, მეორე სარემონტო რეჟიმშია), რომელშიც წლიურად ნაწარმოები იქნება – 7200 ტ/წელ ნადნობი 3600 საათის განმავლობაში;
საწარმოში სამუშაოს დაწყება იგეგმება დილის 8 საათზე და დამთავრება 20 საათზე. ღამის საათებში საწარმოს ფუნქციონირება არ იგეგმება.
მტვერდამჭერი სისტემა – ინდუქციური ღუმელებიდან გამომავალი აირმტვერნარევის გაწმენდა უზრუნველყოფილი იქნება ციკლონის საშუალებით. ინდუქციურ ღუმელებებისათვის დამონტაჟებული იქნება ერთიანი გამწოვი სისტემა, რომელიც მიერთებული იქნება ციკლონზე, რომლის ეფექტურობა ტოლი იქნება არანაკლებ 90 %-ის და აირმტვერნარევი ატმოსფეროში გაიფრქვევა 12 მეტრი სმიმალის და 0.8 მ დიამეტრის მილით.
საწარმოდან გაფრქვეული, ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებებია: არაორგანული მტვერი, რკინის ოქსიდი, მანგანუმის ორჟანგი, აზოტის დიოქსიდი, NO2, ნახშირჟანგი, შედუღების აეროზოლი, CO, ქრომი(Cr+6), თუთიის ოქსიდი, ტყვია და მისი ნაერთები, ნიკელი მეტალური, კადმიუმის სულფატი, დარიშხანი, სპილენძის ოქსიდი, ვერცხლისწყალი.
მოსაზღვრე საწარმოები: შპს „გრანდი“ (80 მეტრში); შპს „ვესტა“ (სადაც განთავსებულია შპს „ნიკა 2004“-ს ლითონდამამუშვებელი და სამჭედლო საამქრო); სს „ყაზბეგის“ ლუდის კომბინატი (80 მეტრში, დღესი მდგომარეობით გაჩერებულია); შპს „პროგრესის“ წისქვილკომბინატი (150 მეტრში); შპს „დიდოსტატი“ (100 მეტრში, სადაც განთავსებულია „სტანდარტ ცემენტის“ საწარმო); სს „მშენმექანიაზცია“ (250 მეტრში); შპს „კანო“ (160 მეტრში); სს „კომპლექტი“ (320 მეტრში); შპს „ჩიორა“ (200 მეტრში); შპს „სანდო“ (230 მეტრში); სს „სარინი“ (460 მეტრში); შპს „ქართული არყის კომპანია“ (450 მეტრში).