შპს „გია-2019“- ცემენტის წარმოების საამქრო (კლინკერის, თაბაშირისა და დანამატების დაფქვით).
იურიდიული მისამართი: საქართველო, თეთრი წყაროს რაიონი, სოფ. ბორბალო
ფაქტიური მისამართი: მშენებელთა ქუჩა N 72, რუსთავი; ტერიტორია ეკუთვნის სს „ცემენტმზიდი-94“-ს.
ობიექტის ხელმძღვანელი: გია ვარსიმაშვილი; 551 01 00 00, 598 50 08 48 (დათო)
ტეროტორიის ფართობი: 7257 მ2. ტერიტორია იჯარის ხელშეკურლების საფუძველზე შპს „გია-2019“-ის მფლობელობაშია.
საწარმოს საკადასტრო კოდი: 02.07.03.031, 02.07.03.032.
საიდენტიფიკაციო კოდი: 430804640
GPS კოორდინატები: X-503915.00; Y-4595485.00
ადგილმდებარეობა რუკაზე – https://maps.app.goo.gl/D55nSnkJ9TKkxgQS9
მანძილი უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე: 90 მეტრი
ცემენტის დასაფქვავი წისქვილის გაფრქვევის მილიდან მანძილი უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე: 200 მეტრი.
მანძილი ზედაპირული წყლის ობიექტამდე (მდ. მტკვარი): 2000 მეტრი.
მანძილი უახლოეს წყლის ობიექტამდე: 100 მეტრი. (მდებარეობს სარწყავი არხი „მარი“ ).
მოსაზღვრე საწარმოები: შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ცემენტის საწარმო, ფიზიკური პირი ილია შალიკაშვილის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (30 მეტრი). ასევე სპს „გიორგი ძაგნიძე და კომპანია“-ს ტერიტორია, სადაც ფუნქციონირებს ჯართის მიმღები პუნქტი (50 მეტრი); ფიზიკური პირი გიორგი მერაბიშვილის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
– ცემენტის წარმოების საამქროს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება
სამუშაო საათების რაოდენობა დღე-ღამეში: 24 საათი.
სამუშაო საათების რაოდენობა წელიწადში: 8160 საათი.
გამოშვებული პროდუქციის სახეობა: სხვადასხვა მარკის ცემენტი
ცემენტის მარკა: M-300, M-400 და M-500.
მოხმარებული ნედლეულის სახეობები და რაოდენობები: კლინკერი -130560 ტ/წელ; თაბაშირი – 8160 ტ/წელ; დანამატები (ღორღი) – 24480 ტ/წელ.
მიმდინარე საქმიანობა:
აღნიშნულ საწარმოზე 2021 წლის 30 დეკემბერს გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება საქართელოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს №2-1728 ბრძანების საფუძველზე.
საწარმოზე, რომელზედაც არსებობს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება №2-1728 (30/12/2021), რომლის თანახმად დამონტაჟებულია ცემენტის დაფქვის წისქვილი, რომლის წარმადობა შეადგენს 5 ტ/სთ-ს. წელიწადში 340 სამუშაო დღის და დღეში 24 საათიანი მუშაობის რეჟიმის პირობებში, საწარმოს სიმძლავრე წელიწადში შეადგენს 40800 ტონა ცემენტს, რომლისთვისაც საწარმო გამოიყენებს 28560 ტ კლინკერს და 12240 ტ დანამატებს (თაბაშირი, ღორღი). საწარმო გამოუშვებს M-300, M-400 და M-500 მარკის ცემენტს.
ზემოთ აღნიშნული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების საფუძველზე, კაზმის დაფქვის შედეგად მიიღება ცემენტი, რომელიც პნევმოტრანსპორტით გადადის ცემენტის სილოსებში (ექვსი ცალი, თითო 60 და 120, ორ-ორი 90 და 130 ტონა), საიდანაც ნაწილი ცემენტისა მომხმარებელს მიეწოდება ცემენტმზიდებით, ხოლო ნაწილი ფასოვდება 50 კგ-იან ტომრებში და ხდება რეალიზაცია. ასპირაციისა და ცემენტის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, ცემენტის წისქვილზე დამონტაჟებულია სახელოიანი ფილტრი (ეფექტურობა – 99,9%), საიდანაც უმეტესი ნაწილი ბრუნდება პროდუქციის სახით, მცირე ნაწილი კი მტვერგამწოვი მილით გაიფრქვევა ატმოსფეროში.
დეგეგმილი საქმიანობა:
საწარმოს ტერიტორიაზე დაიგეგმა დამატებით ახალი 15 ტ/სთ წარმადობის სეპარაციული წისქვილის მონტაჟი, რომელიც ასევე იმუშავებს დღეში 24 საათი და წელიწადში 340 დღე და შესაბამისად დამატებით მიიღება 122400 ტონა ცემენტი, რომლისათვის დამატებით საჭირო იქნება 97920 ტონა კლინკერი, 6120 ტონა თაბაშირი და 18360 ტონა ღორღი.
ანუ ექსპლოატაციის პირობების შეცვლის შემდეგ ჯამურად საწარმოში ორივე წისქვილში გამოშვებული იქნება 163200 ტონა სხვადასხვა მარკის ცემენტი, რისთვისაც საჭირო იქნება 130560 ტონა კლინკერი, 8160 ტონა თაბაშირი და 24480 ტონა ღორღი.
ასევე ექსპლუატაციის პირობების შემდეგ მოხდება საწარმოში დამატებით 5 ცალი სილოსის დამატება, რომელთა თითეულის ტევადობა იქნება 120 ტონის. ასევე მოხდება არსებული 2 ცალი სილოსის, რომელთა თითოეულის ტევადობებია 90 ტონა, მათ ნაცვლად დამონტაჟდება ორი ცალი, თითეული 120 ტონა ტევადობის სილოსები.
საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებულ 8 ცალ სილოსზე, რომლებიც იქნებიან დაკავშირებული ერთმანეთთან და მათში ცემენტის ჩაყრა მიმდინარეობს მონაცვლეობით რეჟიმში, აღჭურვილნი იქნებიან საერთო სახელოიანი ფილტრით 99,9%-იანი მტვრის გაწმენდის ეფექტურობით.
ასევე დაგეგმილი 3 ცალი ცალკე მდგარი სილოსები, რომლებიც იქნებიან დაკავშირებული ერთმანეთთან და მათში ცემენტის ჩაყრა მიმდინარეობს მონაცვლეობით რეჟიმში, აღჭურვილნი იქნეებიან საერთო სახელოიანი ფილტრით 99,9%-იანი მტვრის გაწმენდის ეფექტურობით.
საწარმოს განლაგების სიტუაციური რუკა:
*კატალოგში ინფორმაცია მოცემულია 2022 წლის 6 ივლისს წარდგენილი გზშ ანგარიშის მდგომარეობით.
ამ საქმიანობაზე სააგნეტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა 14.12.2022-ში
**საწარმოს შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, გაეცნოთ გზშ ანგარიშს, რომელსაც იხილავთ ამ ბმულზე. ასევე, გაეცანით, ჩვენი მიერ მომზადებულ მასალებს საწარმოს დაგეგმილ საქმიანობაზე ჩატერებული საჯარო განხილვების შესახებ – სკოპინგის ანგარიშის განხილვა, გზშ ანგარიშის განხილვა.
***საქმიანობა ექვემდებარება თვითმონიტორინგის ვალდებულებას და სამინისტროს მიერ 3.06.2024-ში მოწოდებული ინფორმაციით, საწარმოდან სამინსიტროს ელექტრონული სისტემას მიეწოდება თვითმონიტორინგის მონაცემები.