დღეს, 10 იანვარს, რუსთავის მერიაში, შპს „სტანდარტის“ ნარჩენების აღდგენის (ნარჩენი ზეთების გადამუშავების) საწარმოო ობიექტისა და სახიფათო ნარჩენების (ნარჩენი ზეთების) დროებითი შესანახი ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.
მივესალმებით ფაქტს, რომ დაინერგა საჯარო განხილვის ჩატარების ჰიბრიდული ფორმატი და ამ განხილვაზე მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედრაში მონაწილეობა მიეღოთ ონლაინ, Zoom-ის მეშვეობით. ამის შესახებ ჩვენმა გუნდმა წინასწარ აცნობა მოსახლეობას (იხ. პოსტი 1; პოსტი 2).
შეხვედრას მერიაში ჩვენი გუნდის გარდა ესწრებოდნენ, საწარმოს, საკონსულტაციო კომპანიის, გარემოს ეროვნული სააგენტოს (გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ასევე, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, Zoom-ის მეშვეობით შეხვედრას შემოუერთდა 4 მოქალაქე.
შპს „სტანდარტის“ მიერ დაგეგმილი საქმიანობა ითვალისწინებს ინდუსტრიული ზეთების მეორად გადამუშავებას, რომელიც სახიფათო ნარჩენების კატეგორიას განეკუთვნებიან.
დაგეგმილი საქმინობა გულისმხობს მეორადი-ნარჩენი ზეთების დროებითი შენახვის ობიექტისა და ნარჩენების (მეორადი-ნარჩენი ზეთების) აღდგენის ტექნოლოგიური ხაზის მოწყობა-ექსპლუატაციას. პროექტი ითვალისწინებს სახიფათო ნარჩენის – ნარჩენი ზეთების საწარმოო ობიექტზე მიღებას, დროებით განთავსებას და მათ აღდგენას.
საპროექტო აგრეგატში შესაძლებელია ნებისმიერი ტენიქკური ზეთის რეგენერაცია, მათ შორის აღდგენილი იქნება: ნარჩენი ჰირდავლიკური ზეთები; სატრასფორმატორო ზეთები; ტურბინების ზეთები; საავტომობილო ზეთები და სხვა.
ჩვენმა გუნდმა, ტრადიციულად, მოამზადა კომენტარები სკოპინგის დოკუმენტზე, რაც საჯარო განხილვაზე გავაჟღერეთ, სამინისტროს გავუგზავნეთ და თქვენც გთავაზობთ:
– სკოპინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საწარმოში არ მოხდება პქბ-ს (პოლიქლორირებული ბიფენილები) შემცველი ზეთის მიღება საწარმოში, როგორ გაკონტროლდება მიღებული ნედლეული პქბ-ს შემცველობაზე?
განხილვაზე საწარმოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მიღებისას ზეთის შემცველობა და წარმომავლობა სესაბამისი თანდართული სერტიფიკატის საფუძველზე გაკონტროლდება.
– ვრცელდება თუ არა საქმიანობაზე თვითმონიტორინგის ვალდებულება?
ამასთან დაკავშირებით კომპანია ელოდება სკოპინგის დასკვნას.
– სასურველია, გზშ ანგარიშში მიეთითოს, რა მარშრუტით მოხდება ნედლეულის (სახიფათო ნარჩენების ) შემოტანა საწარმოს ტერიტორიაზე.
– რა ვადით მოხდება სახიფათო ნარჩენების დაყოვნება საწარმოს ტერიტორიაზე და რა რაოდენობით განისაზღვრება მისი მაქსიმუმი? დღიურად რა რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება?
– იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოდან დასახლებული ტერიტორია საკმაოდ ახლოს არის, ნებართვის გაცემის შემთხვევაში, საწარმოს ექპლუატაციაში გაშვებისთანავე, აუცილებელია, სამინისტროს მიერ მკაცრად გაკონტროლდეს და შემოწმდეს საწარმოს მიერ განხორციელებული უსაფრთხოების ნორმები და გზშ-სთან შესაბამისობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი შედეგები.
– სასურველია, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მიერ გამოგზავნილი წერილები გაეგზავნოს კომპანიასაც, რათა სამომავლო ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტებში არ მოხდეს წინა დოკუმენტში არსებული ხარვეზების დუბლირება.
– გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტიურად ადევნებს თვალს სააგენტოში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებს, რუსთავში არსებული/დაგეგმილი საწარმოების შესახებ, ესწრება საჯარო განხილვებს და აგზავნის მოსაზრებებს, სასურველია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე, კომპანიასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად, გამოგვეგზავნოს ჩვენც მითითებულ მეილზე: gavigudet@gmail.com.
საჯარო განხილვის შემდეგ საწარმოს ტერიტორიაც დავათვალიერეთ და ადგილზე გავეცანით ტექნოლოგიური ციკლის მოწყობისთვის დაგეგმილ სამუშაოებს. კომპანიას ადგილზე აქვს და ნებართვის მიღების შემდეგ დამონტაჟდება გადამუსავებული ზეთის რეზერვუარები (2 ცალი, 7-7 ტონა), მოწესრიგდება წვის სისტემა, ტერიტორიაზე გაფართოვდება (ნაწილზე არის) ბეტონის საფარი და მოეწყობა ზეთშემკრები ავარიული დაღვრის შემთხვევაში ტერიტორიის დაბინძურების თავიდან ასარიდებლად.
ამჟამინდელი ინფრასტრუქტურის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ: