დღეს, 21 ივნისს რუსთავის მერიაში შპს „სტანდარტის“ ნარჩენების აღდგენის (ნარჩენი ზეთების გადამუშავების) საწარმოო ობიექტისა და სახიფათო ნარჩენების (ნარჩენი ზეთების) დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა ექსპლუატაციის პროექტის სესახებ გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.
სჯარო განხილვას ჩვენი გუნდი „ეკო ცენტრის“ აკადემიის წევრებთან (12 აკადემიელი) ერთად დაესწრო. ახალგაზრდები გაეცნენ საჯარო განხილვის არსს და მიიღეს ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობისა და აზრის დაფიქსირების გამოცდილება. გარდა ამისა, მოხარუელბი ვართ, რომ ჩვენთან ერთად შეხვედრას შემოუერთდნენ და თავისი დასწრებით ქალაქში მიმდინარე პროცესების მიმართ ინტერესი გამოხატეს მოქალაქეებმაც, რომლებმაც საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია ჩვენგან შეიტყვეს.
შეხვედრას, ტრადიციულად, ესწრებოდნენ, საწარმოს, საკონსულტაციო კომპანიის, გარემოს ეროვნული სააგენტოს (გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და რუსთავის მერიის წარმომადგენლები.
შპს „სტანდარტი“ გეგმავს ნარჩენი ზეთების დროებითი შენახვის ობიექტისა და ნარჩენების (ნარჩენი ზეთების) აღდგენის ტექნოლოგიური ხაზის მოწყობა-ექსპლუატაციას. პროექტი ითვალისწინებს სახიფათო ნარჩენის – ნარჩენი ზეთების საწარმოო ობიექტზე მიღებას, დროებით განთავსებას და მათ აღდგენას.
ამ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩვენმა გუნდმა აკადემიის წევრებთან ერთად გზშ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა და კომენტარებიც მოვამზადეთ, რომლებიც განხილვაზე აკადემიელებმა გააჟღერეს. მათ მიერ გაჟღერებულ კომენტარებს/კითხვებს და უკუკავშირს თქვენც გთავაზობთ:
– გზშ-ის დოკუმენტის ალტერნატივების განხილვის თავში მოცემულია, რომ ტერიტორიის ალტერნატივები არ განხილულა, რადგან საპროექტო ტერიტორიაზე შპს „სტანდარტს“ გაფორმებული აქვს საიჯარო ხელშეკრულება. მიუხედავად ტერიტორიის წინასწარი შერჩევისა, უფრო მისაღები იქნებოდა დოკუმენტის ამ ნაწილში წარმოჩენილიყო შერჩეული ტერიტორიის უპირატესობა;
როგორც საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, სკოპინგის ეტაპზე სკოპინგის დასკვნა გაიცა ერთ-ერთ კონკრეტულ ალტერნატივაზე 2 ალტერნატივიდან, ამიტომ გზშ ეტაპზე საკონსულტაციო კომპანიამ აღარ ჩათვალა საჭიროდ, რომ სხვა ალტერნატივა განეხილა. შესაბამისად, გზშ-ში პირდაპირ ის ალტერნატივა შემოიტანა, რაზეც გაიცა სკოპინგის დასკვნა.
ამასთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმაც აღნიშნა, რომ სკოპინგის დასკვნის გაცემა რომელიმე ალტერნატივაზე, საქმიანობას არ ათავისუფლებს გზშ ეტაპზე სხვა ალტერნატივების განხილვისგან.
– ტექნოლოგიური ალტერნატივების თავში აღწერილია გამოყენებული ზეთების აღდგენის რამდენიმე მეთოდი, თავისი მახასიათებლებით და უპირატესობებით. ამავე თავში აღნიშნულია, რომ საპროექტო საწარმოში დაგეგმილია მეთოდის გამოყენება, რა დროსაც დაგეგმილი ტექნოლოგიური პროცესი ითვალისწინებს გადასამუშავებელი ზეთის გაცხელებას გარკვეულ ტემპერატურაზე, რომლის დროსაც ემატება ბენტონიტი. ალტერნატივების თავში არ იკვეთება შერჩეული მეთოდის უპირატესობა და ის თუ რატომ არის ის უფრო მისაღები, ვიდრე ყველა სხვა ზემოთ ჩამოთვლილი;
საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, რამდენიმე ვარიანტიდან სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ბიუჯეტური უპირატესობიდან გამომდინარე უპირატესობა მიენიჭა ამ კონკრეტულს, თანაც ეს დანადგარი საწამომ დივიდენდის სახით მიიღო.
– საპროექტო ტერიტორიიდან დაახლოებით 370 მ-ში მდებარეობს შპს „ჯი ტრანსი“ (02.05.03.747), 470 მ-ში შპს “ფერო ელოის ფროდაქშენი” (02.05.03.372) ხოლო დაახლოებით 500 მ-ში შპს „ფოლადკონსტრუქცია“ (02.05.03.098). აღნიშნული საწარმოები არაა ასახული გზშ-ში. ამასთან საინტერესოა აღნიშნული საწარმოების პროფილი;
როგორც გვითხრეს, გაფრქვევეის წყაროები ზდგ (ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები) დოკუმენტის შედგენის ეტაპზე მიეთითება დეტალურად.
– გზშ-ის დოკუმენტის თანახმად, საწარმოს ტექნოლოგიურ ციკლში გამოყენებული დანადგარ-მოწყობილობები არის დამზადებული სპეც-შეკვეთით შესაბამისად, მათი საპასპორტო მონაცემები არ არსებობს. იქნება თუ არა დანადგარ-მოწყობილობები რაიმე სტანდარტის შესაბამისად შესრულებული და რამდენად უსაფრთხო იქნება მათი ფუნქციონირება;
საწარმოს წარმომადგენლების თქმით, დანადგარს პასპორტი არ აქვს, რადგან არაქარხნულია. მათი შემოწმება ექსპერტიზითა და ვიზუალური დათვალიერებით (ტექნოლოგის მიერ) მოხდა.
– ტექნოლოგიური ციკლის თანახმად, საბოლოოდ, სუფთა ზეთის საცავიდან გათვალისწინებულია მიღებული პროდუქციის რეალიზაცია. შესაძლებელს ხდის თუ არა დაგეგმილი ტექნოლოგია, ზეთის პირველადი სახით გამოყენებას?
საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, ეს შესაძლებელია. ხარისხი იგივე ექნება, ღირებულება გაცილებით ნაკლები, ვიდრე შემოტანილს.
– გზშ-ის ანგარიშის თავში N6.1 აღნიშნულია, რომ „პროექტის განხორციელებით, რაიმე სახის შეუქცევადი ზემოქმედება მოსალოდნელი არის“, შემდგომ თავებში კი არ ვხვდებით შეუქცევადი ზემოქმედების განხილვის ნაწილს. აღნიშნული საკითხი საჭიროებს დაზუსტებას;
პასუხი: მექანიკური ხარვეზია და უბრალოდ „არ“ ნაწილაკი არის ამ წინადადებაში გამორჩენილი.
– აკადემილებმა წამოწიეს საკითხი საჯარო განხილვის ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარების შესახებ, რათა უფრო მეტ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, ასეთ შეხვედრებში ჩაერთოს.
სამინისტროს წარმომადგენლებმა განამრტეს, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ეს არაა გათვალისწინებული, სააგენტოში ცდილობენ, რომ სადაც შესაძლებელია ჰიბრიდულ ფორმატში ჩაინიშნოს შეხვედრა, თუმცა, მათი თქმით, ონლაინ ფორმატი წარსამართად და მოქალქეების აზრის დასაფიქსირებლად ბევრად რთული პროცესია და უპირატესობა პირისპირ ფორმატს ენიჭება.
გარდა ამისა, მოხარული ვართ, რომ აკადემიელების გარდა მოქალაქემაც დასვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რა მავნე ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს საქმიანოაბს, რა სტანდარტებია შრომის უსაფრთხოების რისკების პრევენციასთან დაკავშირებით.
კომენტარები სამინისტროსთვის:
– სასურველია შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მიერ სამინისტროში გამოგზავნილი წერილები გაეგზავნოს კომპანიასაც, რათა სამომავლო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმავე საქმიანობაზე არ მოხდეს წინა დოკუმენტში არსებული ხარვეზის დუბლირება. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია ხარვეზდება და წერილში გათვალისწინებულია ჩვენი შენიშვნებიც, სასურველია, რომ ამ წერილის გამოგზავნა მოხდეს ჩვენთანაც ან გვეცნობოს. შენიშვნების არგათვალისწინების შემთხვევაში კი, სასურველია, გვეცნობოს ამის მიზეზი.
– გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტიურად ადევნებს თვალს სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებს, რუსთავში არსებული/დაგეგმილი საწარმოების შესახებ, ესწრება საჯარო განხილვებს და აგზავნის შენიშვნებს, სასურველია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე, კომპანიასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად, გამოგვეგზავნოს ჩვენც.
ეს კომენტარები სამინისტროსაც გავუგზავნეთ წერილობითი ფორმით.
საჯარო განხილვის შემდეგ საწარმოს ტერიტორიაზეც ვიყავით და ადგილზე დავათვალიერეთ სიტუაცია.
იხ.ფოტოები:
მასალა მომზადებულია USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით